ჩინეთის მედიისა და გართობის სფეროში მოღვაწე კომპანიათა ჯგუფმა СМС Inc.-მა ინვესტორებისგან 10 მილიარდი იუანის (დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი) მიღების შესახებ განაცხადა. კორპორაციის ინვესტორებს შორის აღმოჩნდნენ ინტერნეტ-გიგანტები Alibaba და Tencent-ი, აგრეთვე დეველოპერული კორპორაცია Vanke. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ინვესტირების А-დაფინანსების რაუნდის სათავეში Alibaba-ს და Tencent-ის აქციონერ-დამფუძნებლები და კორპორაცია Vanke აღმოჩნდნენ, რისი წყალობითაც СМС Inc.-ის ღირებულება 40 მილიარდ იუანს მიუახლოვდა.

„ტექნოლოგიური რევოლუციით გამოწვეულ, კონტენტის მოხმარების მუდმივ ცვლილებებთან ერთად, მედიისა და გართობის მსოფლიო ინდუსტრია კორექტირებისა და ტრანსფორმაციის მორიგ რაუნდს განიცდის“,- განაცხადა 2015 წელს შექმნილ ჯგუფ СМС Inc.-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ლი ჟუიგანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც მთავარ ეკონომიკას და სამომხმარებლო ბაზარს, მედიისა და გართობის სფეროში ახალი თაობის კონგლომერატის გამოჩენისთვის საკმარისი პოტენციალი გააჩნია.