სამკურნალო და დამატენიანებელი თვისებების გამო ალოემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ხელს უშლის ქერტლის გაჩენას და თავის კანზე ანთებითი პროცესის განვითარებას. სამკურნალო თვისებების გამო მცენარე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხარისხს.

ალოეს მრავალი საუკუნის წინ იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები და ბერძნები: არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ როგორც სამკურნალო-კოსმეტიკურ საშუალებად თმისა და კანისთვის. სილამაზით განთქმული ეგვიპტის დედოფალი, კლეოპატრაც კი, სახეზე ალოესგან დამზადებულ მალამოს და ნელსაცხებელს ისვამდა.

ალოე სასრგებლოა მათთვისაც, ვისაც თმის სწრაფად გაზრდა გაყოფილი ბოლოების გარეშე სურს. მცენარეში შემავალი გელი ამკვრივებს და აძლიერებს შენს თმას.

არც ერთი სამკურნალო მცენარე არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორც ალოე. ამის მიზეზია მცენარის ქიმიური შემადგენლობა. ის შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს, ფიტონიციდებს, მაკრო და მიკროელემენტების კომპლექსს, რკინას, მანგანუმს, კობალტს, სპილენძს და სხვა ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს თმის კვებას და გაძლიერებას.

დღეს ალოე თმის მოვლის ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.

მისი წვენი ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომელიც დაზიანებულ თმას აღდგენაში ეხმარება. ამასთანავე, ის აფერხებს ცვენას, აქრობს ქერტლს და აღადგენს გამომშრალ თმის ბოლოებს.

ალოე

.

მცენარის უნიკალური შემადგენლობა:

ალანტოინი: არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ატენიანებს თმას.

ანტიოქსიდანტები: ასტიმულირებს თმაში კოლაგენის წარმოებას და ქმნის მას უფრო მოქნილს, გლუვსა და ძლიერს.

С ვიტამინი: თმის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

B ჯგუფის ვიტამინები: თავის კანს ამშვიდებს, დაზიანებულ თმას აღადგენს და სებორეას აქრობს.

E ვიტამინი: თმას არბილებს, კვებავს და ატენიანებს.

ფიტონიციდები: აძლიერებს თმის ძირებს და აფერხებს თმის ცვენას.

ორგანული მჟავები: არეგულირებს თავის კანის ცხიმიანობას.

როგორ მოვამზადოთ ალოეს ნიღაბი თმისთვის სახლის პირობებში

მცენარეს მოაჭერით ქვედა ფოთოლი, გაახვიეთ თხელ ნაჭერში და მოათავსეთ მაცივარში დაახლოებით 5 დღის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, უხეში ქერი დანით მოაჭერით და დააბლენდერეთ. მიღებული მასა გრილ და ბნელ ადგილზე შეინახეთ.

ალოეს ნიღაბი მათთვის, ვისაც თმა დაზიანებული აქვს და ნელა ეზრდება

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ ალოეს წვენი,
  • კვერცხის გული,
  • 100 მლ ჭინჭრის ნახარში,
  • 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და თავის კანზე წაისვით. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.