არცერთი სამკურნალო მცენარე არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით როგორც ალოე. ამის მიზეზია მცენარის ქიმიური შემადგენლობა. ის შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს, ფიტონიციდებს, მაკრო და მიკროელემენტების კომპლექსს, რკინას, მანგანუმს, კობალტს, სპილენძს და სხვას.
დღეს ალოე თმის მოვლის ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.
მისი წვენი ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომელიც დაზიანებულ თმას აღდგენაში ეხმარება. ამასთანავე ის აფერხებს ცვენას, აქრობს ქერტლს და გამომშრალი თმის ბოლოებს აღადგენს.

ალოე

ალოე

უნიკალური მცენარის შემადგენლობა, დაზიანებული თმის სამკურნალოდ:
ალანტოინი: ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს და თმას ატენიანებს.
ანტიოქსიდანტები: თმაში კოლაგენის წარმოებას ასტიმულირებს, მას უფრო მოქნილს, გლუვს და ძლიერს ხდის.
С ვიტამინი: თმის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
B ჯგუფის ვიტამინები: თავის კანს ამშვიდებს, დაზიანებულ თმას აღადგენს და სებორეას აქრობს.
E ვიტამინი: თმას არბილებს, კვებავს და ატენიანებს.
ფიტონციდები: აძლიერებს თმის ძირებს და აფერხებს თმის ცვენას.
ორგანული მჟავები: თავის კანის ცხიმიანობას არეგულირებს.
როგორ მოვამზადოთ ალოეს ნიღაბი თმისთვის სახლის პირობებში?

მცენარეს მოაჭერით ქვედა ფოთოლი, გაახვიეთ თხელ ნაჭერში და მაცივარში დაახლოებით 5 დღის განმავლობაში მოათევსეთ, შემდეგ გამოიღეთ, უხეში ქერში დანით მოაჭერით და დააბლენდერეთ. მიღებული მასა გრილ და ბნელ ადგილზე შეინახეთ.
ალოეს ნიღაბი მათთვის ვისაც თმა დაზიანებული აქვს და ნელა ეზრდება

ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 ს/კ ალოეს წვენი, კვერცხის გული, 100 მლ ჭინჭრის ნახარში, 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და თავის კანზე წაისვით. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: