გარემოს დაცვა და დიდი ქალაქების ეკოლოგია - ის პრობლემებია, რომლებიც დღეს ბევრს აწუხებს. გამონაკლისს ამ მხრივ არც ბრიტანელი ანა გარფორტი (Anna Garforth) წარმოადგენს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უბრალოდ კი არ იბრძვის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ ამას საკმაოდ კრეატიულად აკეთებს.

ანა გარფორტის ინსტალაციებს ვერ ნახავთ საგამოფენო დარბაზებში, რადგან მისი ნამუშევრები ქალაქის ქუჩებშია წარმოდგენილი. ჩვეულებრივ, ავტორი იყენებს ბუნებრივ მასალას (ხავსი, ფოთლები), ასევე მეორად ნედლეულს (მაგალითად, მაკულატურას). ანას ხშირად იწვევენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე და სემინარებზე თემატური ინსტალაციების შესაქმნელად. მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც ელი სტივენსთან (Elly Stevens) ერთად განახორციელა, ხავსისგან შესრულებული ინსტალაციაა. თავიდან მხატვრებმა ძველი შენობების კედლებზე ასოები დაამაგრეს, შემდეგ კი ასოები დაფარეს სპეციალური შემადგენლობით, რომელიც სპორებს შეიცავდა. ცოტა მოთმინება და - აი, წარწერა ნელ-ნელა დაიფარა მწვანე ხავსით.

ხავსისგან შექმნილი გრაფიტი

ხავსისგან შექმნილი გრაფიტი

პროექტი „Rethink“ (გადაიფიქრე), რომელიც «Arte TV»-ის შეკვეთით შეიქმნა, ორიგინალური „ბუნებრივი“ გრაფიტის კიდევ ერთი მაგალითია. მის შექმნას 4 საათი, ათასი ეკალი და ასობით ფოთოლი დასჭირდა, რომლებიც ავტორმა რკინის ღობეზე დაამაგრა.

«Rethink»

«Rethink»

«Rethink»

«Rethink»

ინსტალაციამ «Love Your Street» (გიყვარდეს შენი ქუჩა) გაალამაზა მოსაწყენი კედელი და ის ხელოვნების ნიმუშად აქცია. სატელეფონო ცნობარიდან („Yellow pages“) ამოგლეჯილი ასობით ფურცლისგან ანა გრაფორტმა ორიგინალური გული შექმნა.

«Love Your Street»

«Love Your Street»

«Love Your Street»

«Love Your Street»

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ელი სტივენსთან თანამშრომლობით შეიქმნა არის ინსტალაცია «Trashtype». სიტყვა used-ის (გამოყენებული) ასოები რულონებში გახვეული გაზეთის ნაგლეჯების, გასახვევი ქაღალდისა და სხვა სახის ნაგვისგანაა აწყობილი.

პროექტი «Trashtype»

პროექტი «Trashtype»

პროექტი «Trashtype»

პროექტი «Trashtype»

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: