დღეს ევა ბაბალაშვილის საავტორო გადაცემა „წახნაგები“-ს სტუმარია ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია

ევა ბაბალაშვილი - მოგესალმებით! ეს არის გადაცემა „წახნაგები“, რომელიც სხვა გადაცემებისგან იმით განსხვავდება, რომ მე ვახერხებ ადამიანის ისეთი უნარების აღმოჩენას, რომლებზეც თავად წარმოდგენაც არ აქვს. დღეს ჩვენთან განსაკუთრებული სტუმარია - ეს არის ექსტრასენსი და ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია, რომელიც ასევე სატელევიზიო შოუს „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული გახლავთ. ასეთ კონკურსში გამარჯვება არც ისე ადვილია, რადგან იქ სერიოზული შერჩევა მიმდინარეობს. უნდა გაიარო ქასთინგი, შემდეგ რთული კონკურსები, რის შემდეგაც რჩება სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი იმარჯვებს და ეს ადამიანი დღეს ჩვენი სტუმარია. ეს არის ანზორ ოდიშარია. მოგესალმებით!

ანზორ ოდიშარია - მოგესალმებით! ყველას ვინც გვისმენს, მინდა ბედნიერება, წარმატება და სიხარული ვუსურვო.

ევა ბაბალაშვილი - ანზორ, თქვენ შემოხვედით ჩვენთან სტუდიაში... როგორო ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე უცებ ჩვენი სტუდიიდან და გადაცემიდან?

ანზორ ოდიშარია - მე ენთუზიაზმისა და სიყვარულის კარგი ენერგეტიკა ვიგრძენი... თქვენს გვერდით ყოფნის დროს სიკეთის დადებით ენერგეტიკას გრძნობ. ძალიან მიხარია, რომ ახლა თქვენ გესაუბრებით.

ევა ბაბალაშვილი - რას ნიშნავს იგრძნო ენერგეტიკა? ეს არის სითბოს შეგრძნება, ხილვა თუ რა?

ანზორ ოდიშარია - ჩვენ ყველა ვგრძნობთ ენერგიას თითებით, სხეულით... ჩვენ ყველაფრის შეგრძნების უნარი გაგვაჩნია. ეს უნარები ვიღაცას განვითარებული აქვს, ვიღაცას - არა. ვიღაცა არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ სულში რაღაც სითბო ან ემოცია იგრძნო, რაღაც სიტუაციაში კი მოდის დამატებითი ინფორმაცია, აზრები, სახეები... ჩვენ ენერგოინფორმაციული ველის სივრცეში ვცხოვრობთ. ყოველდღე ჩვენ ვგრძნობთ კარგ და ცუდ ენერგეტიკას, ვხვდებით კარგ და ცუდ ადამიანებს. ჩვენ ყველაფრის შეგრძნების უნარი გაგვაჩნია...

ევა ბაბალაშვილი - მაგრამ არა ისეთ დონეზე, როგორც თქვენ გაქვთ განვითარებული...

ანზორ ოდიშარია - ეს უკვე გამოცდილებას, ცოდნას და მეტ უნარებს ნიშნავს, რომლებიც ადამიანს ეძლევა, მაგრამ თუ ჩვენ ამას არ ვანავითარებთ, ეს რას ნიშნავს? მაგალითად, მე ვიგრძენი რაღაც ენერგეტიკა. ჩვენ ვახდენთ მის განმარტებას და ამგვარად ენერგეტიკის წაკითხვას ვსწავლობთ.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ შეგიძლიათ იმ ინფორმაციის წაკითხვა, რომლის მატარებელი თითოეული ადამიანია? შეიძლება ამის თქმა?

ანზორ ოდიშარია - შეიძლება. სისტემა, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ და რომელიც თავიდან ბებიაჩემმა მასწავლა...

ევა ბაბალაშვილი - ესე იგი, ეს გენეტეკური ხაზით მოდის?

ანზორ ოდიშარია - კი. ბებიამ მასწავლა ლოცვა.

ევა ბაბალაშვილი - როგორ უნდა?

ანზორ ოდიშარია - ეს ძალიან რთულია, მაგრამ ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ როდესაც ეკლესიაში ხატის წინ დგახარ, ისეთ მდგომარეობაში უნდა შეხვიდე, როდესაც წარმოდგენილი გაქვს, რომ ხატი გესაუბრება. შენ უნდა იგრძნო, ესმის თუ არა ხატს შენი, როგორ პასუხობს ის შენს ლოცვას? როდესაც სახლში ვლოცულობდი, რაღაც საინტერესო ინფორმაციებიც მესმოდა. ყოველთვის ვიცოდი, ასრულდება თუ არა ჩემი ვედრება. ბებია ამბობდა, რომ თუ შენ გულში სითბო იგრძენი, მაშინ ეს დადებით პასუხს ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ აზრები გეფანტება და გონების მოკრება გიჭირს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ ან არასწორად გინდა. ყველა ადამიანები ვართ და ჩვენი სურვილები ყოველთვის სწორი როდია. ღმერთს ყოველთვის ის კი არ უნდა უთხრა, რა გსურს, არამედ უნდა უთხრა, რომ ყველაფერზე ღვთის ნებაა და ის თავად მოგცემს მიმართულებას.

ევა ბაბალაშვილი - რა დამოკიდებულება ჰქონდათ თანასოფლელებს ბებიათქვენის მიმართ? დახმარებისთვის თუ მიმართავდნენ?

ანზორ ოდიშარია - ის სახლში არავის ღებულობდა და ამბობდა, რომ ეს უნარი საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ცოდნა მან მე გადმომცა.

ევა ბაბალაშვილი - ეს ცოდნა მანაც საკუთარი წინაპრებისგან მიიღო?

ანზორ ოდიშარია - კი.

ევა ბაბალაშვილი - ასეთი უნარების მქონე ადამიანები ამ სამყაროში ასეთები მოდიან თუ ამას სწავლობენ? ხომ არსებობს ისეთი ცნება, როგორც „მესამე თვალი“...

ანზორ ოდიშარია - ამას მხოლოდ „მესამე თვალს“ არ დავარქმევდი. როდესაც ასეთი უნარი გაგაჩნია, მას განვითარება სჭირდება. მე ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც ასეთი უნარი გააჩნია, მაგრამ მათ არ სურთ ეს განავითარონ.

ევა ბაბალაშვილი - რატომ?

ანზორ ოდიშარია - ეშინიათ, თუმცა ამაში საშიში არაფერია. პირიქით, როდესაც მე ამ ძალას საკუთარი თავის ან ადამიანების საკეთილდღეოდ ვიყენებ, ეს დადებით შედეგს იძლევა. როდესაც ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, პირველი, რაც ვთქვი - პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავეხმარო და საკუთარი თავი სწორ გზაზე დავაყენო. მაშინ სხვების დახმარებასაც შევძლებ. იმისათვის, რომ სხვებს დავეხმარო, თავს ბედნიერად უნდა ვგრძნობდე.

ევა ბაბალაშვილი - „შავი მაგია“ თუ არსებობს?

ანზორ ოდიშარია - რა თქმა უნდა, რადგან როდესაც არის ერთი მხარე, აუცილებლად იქნება მეორეც.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ მონაწილეობთ კონკურსებში. იქ მოდიან ადამიანები ასეთი უნარებით, და უცებ ვიღაც ადამიანში უარყოფით ენერგეტიკას გრძნობთ. რას აკეთებთ ასეთ შემთხვევაში?

ანზორ ოდიშარია - არაფერს. ვუღიმი, გავცემ სიყვარულს... სამყაროში შავიც საჭიროა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღუპავენ და ამიტომ ძალიან მეცოდებიან. სამყაროში მოქმედებს კანონი: რასაც გასცემ სამყაროში, ის გიბრუნდება. როდესაც ადამიანი ვიღაცას ჯადოს უკეთებს, მას ამ სამყაროში ცხოვრება ძალიან უჭირს.

ევა ბაბალაშვილი - როგორ ამყარებთ კავშირს იმქვეყნიურ სამყაროსთან?

ანზორ ოდიშარია - ჩვენი ტვინი ძალიან განვითარებულია და მას იმქვეყნიურ სამყაროსთან ურთიერთობის გზების პოვნა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთიან სისტემას წარმოვადგენთ. ჩვენ გონებაში სხვა მდგომარეობაში გადასვლა შეგვიძლია.

ევა ბაბალაშვილი - უცხოპლანეტელები თუ არსებობენ?

ანზორ ოდიშარია - ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე ჯერჯერობით არ შემხვედრია. იმ სფეროს შესახებ, სადაც გამოცდილება არ გამაჩნია, არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მე შემხვედრია ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მათთან ურთიერთობა და მათში ფსიქოლოგიური აშლილობა დავინახე.

ევა ბაბალაშვილი - თუ გწამთ იმის, რომ ამ სამყაროში ჩვენ არ ვართ მარტო?

ანზორ ოდიშარია - თუ ვიფიქრებთ, რომ ამ სამყაროში მარტო ვართ, ეს არარეალური იქნება.

ევა ბაბალაშვილი - ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ტოვებს სული სხეულს?

ანზორ ოდიშარია - კი. ამის გამოცდილება უფრო მეტია, რადგან ძალზე საინტერესოა თვალი ადევნო სულის განვითარებას და იმ გზას, რომელსაც ის გადის მას შემდეგ რაც სხეულს ტოვებს.

ევა ბაბალაშვილი - თუ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ერთხელ უკვე იყავით ამ დედამიწაზე?

ანზორ ოდიშარია - მე ვიცი, როდის ვიყავი დედამიწაზე და რა სახელი მერქვა. მე ვნახე ჩემი ფოტო წინა ცხოვრებიდან. გარეგნულად იმ ფოტოზე საკუთარ თავს ძალიან ვგავარ.

ევა ბაბალაშვილი - წინა ცხოვრებაშიც ექსტრასენსი იყავით?

ანზორ ოდიშარია - ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა მიმართულება მეცნიერებაში, რომელიც დღესაც გამოიყენება. უბრალოდ ამას ვერ ვიტყვი. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებთანაც მაშინ მქონდა ურთიერთობა, დღესაც ჩემს გვერდით არიან.

ევა ბაბალაშვილი - რას გრძნობთ, როდესაც გარშემო ამდენ უარყოფითად განწყობილ ადამიანს და ამდენ აგრესიას ხედავთ?

ანზორ ოდიშარია - მე ვიცი, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, ამიტომ ვღელავ. ვიცი, რომ ეს არის ქაოტური პროცესი, რომელიც დასრულდება წესრიგით. თუ ამ მომენტებს არ გავივლით, ვერ მივაღწევთ იმ დონეს, რომელიც გვჭირდება.

ევა ბაბალაშვილი - ამბობენ, რომ სამყარო ქაოსიდან შეიქმნა, ასე რომ ქაოსი არც ისე საშიშია...

ანზორ ოდიშარია - ეს არის დასაწყისი და გადასვლა სხვა სიტუაციისკენ. საქართველოსთვის ის, რაც დღეს ხდება, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან კარგია შემდგომი განვითარებისთვის. ეს აუცილებლად უნდა გავიაროთ. პოლიტიკური მომენტების გამო ნერვიულობა არ ღირს. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

ევა ბაბალაშვილი - თქვენ მხოლოდ საკუთარი შეგრძნებების გჯერათ?

ანზორ ოდიშარია - მე ვენდობი ჩემს შეგრძნებებს, მაგრამ შედეგების მიხედვით ვაფასებ. მე ვაკეთებ ბევრ ჩანაწერს, კვლევას... მე მაქვს დღიური, რომელსაც 12 წლის წინ ვწერდი. იქ ვიწერდი საკუთარ გეგმებს, როგორ მსურდა განვითარებულიყავი, რისი გაკეთება მსურდა... მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მეწერა, რომ „ექსტრასენსების ბრძოლის“ მოგება მსურს.

ევა ბაბალაშვილი - და ეს მოხდა.

ანზორ ოდიშარია - ეს მოხდა, მაგრამ ამისათვის არაფერი გამიკეთებია. ეს თავისით მოვიდა. და კიდევ იქ ძალიან საინტერესო მომენტია, რომ იქ დავწერე იმ ქალის სახელი, ვისთანაც ვიცხოვრებდი. შემდეგ ეს დამავიწყდა, ახლა კი ვხედავ, რომ ეს ასრულდა. მე ყოველთვის ვაკვირდები იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში და ვადგენ პოლიტიკურ ჰოროსკოპებს.

ევა ბაბალაშვილი - რა არის სიზმარი? ზოგჯერ ხდება, რომ ხედავ სიზმარს და ხვდები, რომ ეს მომენტი შენს ცხოვრებაში უკვე იყო. რა არის ეს?

ანზორ ოდიშარია - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცხოვრება სხვა რეალობაში, რომელშიც ასევე ვცხოვრობთ. იქ საინტერესო მენტალური ცხოვრება მიდის. ჩვენ იქ ვვითარდებით, ვსწავლობთ...

ევა ბაბალაშვილი - რა დავალებებს გაძლევდნენ შოუში „ექსტრასენსების ბრძოლა“?

ანზორ ოდიშარია - პირველ დღეს აეროპორტიდან პირდაპირ ქასთინგზე წავედი. ჩვენ დაგვირიგეს ფოტოები, რომელთა მიხედვით ადამიანის ისტორია უნდა მოგვეყოლა. ათიდან ცხრა ფოტოს ისტორია სწორად მოვყევი. ეს კარგი შედეგია. ძალიან გაკვირვებულები იყვნენ.

ევა ბაბალაშვილი - როდესაც სამნი დარჩით, რა დავალება მოგცეს?

ანზორ ოდიშარია - ჩვენ წაგვიყვანეს ადგილზე, სადაც ადრე საკონცენტრაციო ბანაკი იყო. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს ისეთი მძიმე შეგრძნება იყო, რომ ამის გასხენებაც არ მინდა. მაშინ ვერ მივხდი, რა ხდება იქ ისეთი, რომ იქიდან გაქცევა მინდა.

ევა ბაბალაშვილი - თავიდან რომ მოგიწვიონ ამ შოუში, ისევ წახვალთ?

ანზორ ოდიშარია - მომავალ წელს იქ ჟიურის შემადგენლობაში ვიქნები. ჩემთვის ეს საკუთარი თავის გამოცდა იყო. მინდოდა გამეგო, რა შემიძლია, და რა არა.

ევა ბაბალაშვილი - ჩვენმა დრომ ისე სწრაფად გაირბინა. კიდევ ბევრი შეკითხვა დამრჩა. ალბათ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა.

ანზორ ოდიშარია - შემდეგ ჯერზე ვასწავლი თქვენს მსმენელს და მაყურებელს, როგორ უნდა შეცვალონ საკუთარი ბედი.

ევა ბაბალაშვილი - ორი სიტყვით უთხარით ადამიანებს, რა უნდა გააკეთონ, რომ გაუიოლონ საკუთარ თავს ცხოვრება დღევანდელ სამყაროში.

ანზორ ოდიშარია - პირველ რიგში - საკუთარი თავის რწმენა. უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და უნარების, უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე. როდესაც აფორიაქებული ხართ ან ღელავთ, ამით საკუთარ თავს მხოლოდ უფრო მეტ პრობლემას უქმნით.

ევა ბაბალაშვილი - არ უნფა ვინერვიულოთ?

ანზორ ოდიშარია - უნდა გწამდეთ და უნდა აკვირდებოდეთ, რატომ ხდება გარკვეული მოვლენები. ბედნიერი ცხოვრების პირველი კანონია - ემოციური მდგომარეობის სწორი გააზრება და მისი მართვის უნარი. ეს არის პირველი, რაც ეხმარება ადამინებს იმაში, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, სურვილების ასრულებას. მე ამ ეთერში ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ თქვენი ენერგეტიკით, თვალებით, მზერით და იმ სიყვარულის ენერგიით, რომელითაც მაყურებელს და მსმენელს ავსებთ, მეც მოხიბლული ვარ და ეს, რა თქმა უნდა, გაორმაგებულად გადადის ჩვენს მსმენელზე და მაყურებელზე. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ეთერში ვიყავი. მადლობა მოწვევისთვის და მაყურებელს მოსმენისთვის. წარმატებული დღე და წელი ყველას!

ევა ბაბალაშვილი - მეც გისურვებთ ყველაფერ იმას, რაც ანზორმა გისურვათ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ შევხდებით და ვეცდებით პასუხი გავცეთ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ეს იყო გადაცემა „წახნაგები“ ევა ბაბალაშვილთან ერთად და ჩვენთან იყო შესანიშნავი სტუმარი - ანზორ ოდიშარია.