15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:30 საათზე დაიწყება.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: კულტურისა და სპორტის მინისტრი, განათლების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მერიისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

სხვა სტატიები თეგით: