არტერიული სისხლის წნევა ადამიანს სხვადასხვაგვარი აქვს. იგი დღის განმავლობაში მერყეობს. მაგალითად, აღგზნების დროს მატულობს, ძილში უფრო დაბალია, მაგრამ ეს ცვალებადობა გარკვეულ ფარგლებს არ უნდა სცილდებოდეს.

რის გამო მატულობს არტერიული წნევა?

არტერიული სისხლის წნევის მომატება ჰიპერტონიულ დაავადებას უკავშირდება. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ძირითადი ავადმყოფური მოვლენა სწორედ არტერიული სისხლის წნევის მომატებაა, ხოლო ცვლილებები ორგანოებში გულში, თავის ტვინში, თირკმელებსა და სხვაგან, მოგვიანებით ვითარდება, როგორც ჰიპერტონიული დაავადების არსებობა.

რას გირჩევთ ხალხური მედიცინა ჰიპერტონიის დროს:

1. გაზარდეთ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად ვაშლი, ყურძენი, შტოში და მათი წვენები. აუცილებელია ყოველდღიურად მიირთვად იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძლება მიიღოთ ჭამის წინ ან ნებისმიერ ხელსაყრელ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოიყენებთ, დალიეთ 2 ჩ/კ განზავებულ 1 ჭიქა წყალში.

2. თქვენი ყოველდღიური რაციონი უნდა გაანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყლები მიიღეთ დღის განმავლობაში. თუ ცილები მეტია, მაშინ შეეცადეთ უფრო სწორად მოახდინოთ რაციონში ამ ორი კომპონენტის დაბალანსება.

3. ხორბლის ნაწარმის მაგივრად საკვებად სიმინდი გამოიყენეთ. რამდენადაც თირკმელები გამომყოფი ორგანოებია, ტუტე რეაქცია, რომლის წარმოქმნასაც ხელს უწყობს ხორბლის ნაწარმი, რაფინირებული შაქარი, ხორცი, იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ პროდუქტების მიღების შემცირება.

4. ჩვეულებრივი სუფრის მარილი სითხეს იზიდავს და აკავებს ორგანიზმში, ამიტომაც მაღალწნევიანი ადამიანების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მარილიანი საკვები. მარილიანი საჭმელი ყოველთვის იწვევს წყურვილის შეგრძნებას. ორგანიზმიდან გამოყოფამდე ჭარბი სითხე სისხლის და წნევის ამაღლებას იწვევს. როდესაც მარილი და მარილიანი პროდუქტები რაციონიდან გამოირიცხება, სისხლი მასში მყოფ სითხეს გამოყოფს და სისხლის წნევა მცირდება.

5. თაფლი პირდაპირ საწინაარმდეგო მოქმედებას ახდენს. თუ მას გამოიყენებთ ყოველი ჭამის დროს, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, შეამცირებს სისხლის წნევას. მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს ყოველნაირ დაძაბულობას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: