20 დეკემბერს ღვინის ქარხანაში საახალწლო ღამის ბაზრობა გაიმართა სახელწოდებით - Arts and Design Night Market.

ახალი ფორმატის წვეულება-ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ნამუშევრები. ფესტივალზე გამოფენილი იყო ორიგინალური სამკაულები, სამოსი, ფაიფურის ნაკეთობები, სუვენირები, საინტერესო წარწერით შექმნილი საფულეები და ჩანთები.

ხელნაკეთი ნივთების გარდა, ბაზრობაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ და დაეგემოვნებინათ ორიგინალური, ქართული წარმოების ტკბილეული, მათ შორის ხინკლის ფორმის შოკოლადები და მოესმინათ კარგი მუსიკა.

ღონისძიების მედიაპარტნიორი GBTIMES Georgia ფესტივალზე რადიო "შოკოლადის" პორტატული სტუდიით იყო წარმოდგენილი.