ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროემა პორტლენდში ჰუმანიტარული კატასტროფების შემცირებისათვის სემინარებისა და ერთობლივი წვრთნების ერთ კვირიანი პროგრამა დაიწყეს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორივე მხარე 3 დღიან სიმპოზიუმს გამართავს, შემდეგი ოთხი დღე კი უშუალოდ სამხედრო წვრთნებს მიეძღვნება.
განხილვებში 30-მა სამხედრო ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, მოხდა აზრტა გაცვლა-გამოცვლა კლიმატისა და წყალდიდობების პრევენციის საკითხებში, ისევე როგორც სხვა ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში.
ჩინეთსა და ამერიკას უკვე ჰქონდათ 4 საერთაშორისო წვრთნა, მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ერთობლივი სქემა 1997 წელს შეიმუშავეს.ბოლო ასეთი წვრთნა გასულ ნოემბერს ჩინეთის ქალაქ კუნინში ჩატარდა, რომელშიც 223 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.