2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის პირველ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა.

შეჯიბრება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“, კომპანია ,,ბორჯომის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით და რადიო JAKO FM-ის მედიაპარტნიორობით გაიმართა.

შეჯიბრებაში 55 სპორტსმენი მონაწილეობდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ, წელს ბაკურიანის, სვანეთისა და აჭარის სამთო-მოთხილამურეებს გუდაურის გუნდი შეუერთდა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: