ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხშირად დასმული კითხვა თუ რამდენ ხანში ჩავალთ, წუწუნი იმაზე, რომ დაიღალნენ, ცხელათ, შიათ, ცივათ ან უბრალოდ არ აქვთ მიზეზი და მაინც წუწუნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომ თქვენც და თქვენს შვილებსაც შეუმსუბუქოთ მგზავრობის ტვირტი :

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

სახატავი ნაკრები მოგზაურობისთვის

თუ თქვენს პატარას უყვარს ხატვა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მას სახატავი ნაკრები გაუკეთოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ვიდეო დისკის ჩასადები, ფანქრების ყუთი, გასაფერადებელი ფურცლები და სამაგრი.

სახატავი ნაკრები მოგზაურობისთვის

სახატავი ნაკრები მოგზაურობისთვის

პლანშეტის დასამაგრებელი ჩასადები

მათ ვისაც უყვართ გზაში მულტფილმების ყურება შეგიძლიათ მოუწყოთ პატარა კინოთეატრი. თქვენ ამისთვის მხოლოდ სასკოლო ნაკრების გამჭვირვალე ჩასადები, პლანშეტი და რამდენიმე ლენტა დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში თუ არ მოგეპოვებათ მსგავსი ჩასადები, შეგიძლიათ უბრალოდ ფურცლების ჩასადები ფაილები გამოიყენოთ.

პლანშეტის დასამაგრებელი ჩასადები

პლანშეტის დასამაგრებელი ჩასადები

სათამაშო მაგნიტები

მგზავრობისას თქვენი პატარას გართობა ასევე, სიტყვებისა და ნახატების ასაწყობი თამაშებით შეგიძლიათ. უბრალოდ, თან წაიღეთ მაგნიტიანი გამოსახულებები და ნებისმიერი ყუთი ან დაფა, რომელზეც ბავშვი მაგნიტებით სასურველ სიტყვებს ან ნახატებს ააწყობს.

სათამაშო მაგნიტები

სათამაშო მაგნიტები

ლამაზი ბოთლები

მგზავრობისას ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ბავშვის გასართობად ლამაზი ბოთლებია. გამჭვირვალე ბოთლში ჩაასხით ჟელესმაგვარი მასა და შეურიეთ მას ბრჭყვიალები და სხვადასხვა ლამაზი ფიგურები. ასეთი მარტივი გასართობი ბავშვის ყურადღებას დიდი ხნით მიიპყრობს.

ლამაზი ბოთლები

ლამაზი ბოთლები

როგორ ავიცილოთ კითხვა "მალე ჩავალთ?!"

თუ იღლებით წამში ათასჯერ დასმული კითხვით, რამდენად მალე ჩახვალდ დანიშნულების ადგილზე, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს. თქვენს მანქანაზე დაამაგრეთ სტიკერები, რომლის მეშვეობითაც აღნიშნავს საწყის პუნქტს, დანიშნულების ადგილსა და ასევე, მანქანის მოძრაობასა.

როგორ ავიცილოთ კითხვა

როგორ ავიცილოთ კითხვა "მალე ჩავალთ?!"

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი, ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი, უმეტეს შემთხვევაში ბავშვებთან ერთად მოგზაურობს და გვირჩევს, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას ყოველთვის თან ვატაროთ პირველადი დახმარების ნივთები.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო Jako FM-ის Facebook გვერდზე.

სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი