რომელი ადგილები უნდა მოინახულო შანხაიში, თუ ამაში ფულის დახარჯვა არ გსურს?

  1. შანხაის მუზეუმი - მუზეუმშია განთავსებულია დაახლოებით 12 000 ექსპონატი (ფაიფური, კერამიკა, მონეტები, ავეჯი, კალიგრაფია). მუზეუმს ყოველწლიურად სტუმრობს 2 მილიონი ვიზიტორი. მუზეუმში ყოველდღიურად მხოლოდ 8000 ადამიანს შეუძლია შესვლა.
  2. ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი - შანხაიში 2010 წელს მსოფლიო ექსპო ჩატარდა. ამ ტერიტორიაზე დარჩა ყველა ქვეყნის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი პავილიონი, რომელიც ცოტათი შეცვალეს და აქ ახლა გამოფენები იმართება. ყოველდღიურად უფასოდ 2500 ბილეთი გაიცემა.
  3. M50 - ეს არის შანხაის ერთ-ერთი რაიონი, სადაც თანამედროვე ჩინური ხელოვნებაა კონცენტრირებული. აქ ბევრი საინტერესო ადგილია, თუმცა ყველაზე ცნობილია Vanguard Gallery, Shanghart და OV Gallery.
  4. წითელი ქალაქი - კიდევ ერთი შემოქმედებითი სივრცე სტუდიებით, გალერეებით, წარმოდგენებით, კაფეებით. სასიამოვნოა გაზაფხულზე და ზაფხულში.
  5. Century Park – ეს არის ქალაქში ყველაზე დიდი პარკი. აქ ისვენებენ, სეირნობენ, იჭერენ თევზებს და ეს არის ადგილი ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის.
  6. ყოფილი ფრანგული რაიონი - ამ რაიონში შენობები ფრანგულ სტილშია. უმჯობესია ასეთი მარშრუტით გაიაროთ: Wukang Lu, Fuxing Lu, Tai’an Lu, Dongping Lu, Julu Lu, Taojiang Lu, Wulumuqi Lu, Yongfu Lu, Xinle Luand Changle Lu.
  7. ხუნქოუს რაიონი - მეორე მსოფლიო ომის დროს აქ იყო ებრაული კვარტალი
  8. დასავლეთ სანაპირო და პარკი სიუხუეი - პირველი რასაც აქ ნახავთ, ესაა სკეიტების პარკი, კალათბურთის მოედნები, წითელი გიგანტური ამწეები.

აქ ჩამოთვლილი ყველა ადგილი ძალიან საინტერესო, უცნაური და ეგზოტიკურია და რაც მთავარია, მათი მონახულება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: