შესაძლოა საახალწლო არდადეგები პარიზში გაატაროთ, მაგრამ მაინც ვერ დატკბეთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობით, რომელსაც საფრანგეთი ვიზიტორებს სთავაზობს. ამ ქვეყნის ყველა რეგიონი განსხვავებულად გამოიყურება და სხვადასხვაგვარ შეგრძნებებს ტოვებს - ერთმანეთისგან განსხვავდება არქიტექტურის სტილი, სამზარეულო და ხალხი.

საფრანგეთში არდადეგების გასატარებლად ჩასულ ადამიანს საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს - დაისვენოს მთაში, მდინარის პირას, რომელიმე რეგიონში თუ ქალაქში დარჩენა ამჯობინოს. შესაბამისად აქტივობებიც ბევრია - სეირნობა, ჯომარდობა, ველოსიპედით სეირნობა და ციგურებზე სრიალი. ქალაქური ცხოვრების მოყვარულებს კი საფრანგეთის დიდი ქალაქებში მოდის, კინოს, კლუბების, მუსიკისა და მაღაზიების უამრავი ჩამონათვალი აქვს. მათთვის ვინც მოკლე დროით აპირებს ამ ქვეყანას ესტუმროს აუცილებელია საფრანგეთის მთელი სიდიადე ბოლომდე შეიგრძნოს და აუცილებლად სანახავ ადგილებში ფოტოს გადაღების გარეშე იქაურობა არ დატოვონ.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის მუზეუმი ფრანგული ხელოვნების ტრადიციის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მუზეუმი და ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი და გასაოცარი ხელოვნების ნიმუშების „სამყოფელი“. ამ დროისთვის ლუვრში 35 000 ზე მეტი ექსპონატია გამოფენილი, ძველი ეგვიპტური ანტიკვარიატით დაწყებული, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით დასრულებული. მათგან ყველაზე პოპულარული კი ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზაა“. კიდევ ერთი ცნობილი ხელოვნების ნიმუში ვენერა მილოსელის ბერძნული სკულპტურაა.

ლუვრი

ლუვრი

სადილი ქალაქ ლიონის Bouchon-ში

ეს არის რესტორნის ტიპი ლიონში რომელიც ტრადიციულ ლიონურ სამზარეულოს სთავაზობს ვიზიტორებს. ზოგადი ფრანგული სამზარეულოსგან განსხვავებით კერძები ბევრად მსუყეა, ბევრი ხორცით და მორთმეულია დიდ თეფშებზე. ასეთი კაფე მთელ ლიონში მხოლოც 20 თუ მოიპოვება. აუცილებლად ეწვიეთ ძველებურ Bouchon-ებს ლიონში!

ქალაქი ლიონი

ქალქი ლიონი

მონ სენ მიშელი - იგივე წმინდა მიქაელის მთა - კუნძული ნორმანდიის მხარეში, რომელიც ევროპის ერთერთი ყველაზე დაუვიწყარი ტურისტული ადგილია. მონ სენ მიშელი პატარა ციხე-სიმაგრედ ქცეული კლდოვანი კუნძულია. მოედანს ყოველწლიურად დაახლოებთ 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

მონ სენ მიშელი ნორმანდიაში

მონ სენ მიშელი ნორმანდიაში

ლუქსემბურგის ბაღი

ეს ბაღი დედოფალ მარია მედიჩის ბრძანებით 1612 წელს შეიქმნა და ორ ნაწილადაა დაყოფილი - ფრანგული ბაღები და ინგლიური ბაღები. მათ შორის კი გეომეტრიული ტყე და დიდი ტბაა. პარკში დამთალიერებელს 106 სკულპტურა და მედიჩების შადრევანი დახვდება.

ლუქსემბურგის ბაღი

ლუქსემბურგის ბაღი

დააგემოვნეთ ნამდვილი ფრანგული შამპანიური ქალაქ ეპერნეში

პარიზიდან 130 კილომეტრის მოშორებით მოგზაურობას თუ არ დაიზარებთ მსოფლიოში საუკეთესო შამპანიურის დაგემოვნების შანსი გეძლევათ. შამპანის ავენიუ ამ სასმლის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა

ეპერნე-ქალაქი საფრანგეთში

ეპერნე-ქალაქი საფრანგეთში

საუკეთესო სელფი ეიფელის კოშკთან ღამით გამოდისო - ნათქვამია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ყველაზე ცნობილი მონუმენტი სწორედ ეს ლითონის კონსტრუქციაა, რომელსაც წელიწადში 7 მილიონი ადამიანი სტუმრობს. საინტერესო ფაქტია, რომ როდესაც გუსტავ ეიფელმა კოშკის დიზაინი შექმნა, მან კოშკის შიგნით თავისთვის საიდუმლო ოთახიც მოიწყო, სადაც გამოჩენილ ადამიანებს სტუმრად იღებდა, ისეთებს, როგორიც თომას ედისონია. ტურისტებისთვის ეს ოთახი ამჟამად ღიაა.

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი

კარკასონე

შუა საუკუნეების ციხექალაქი, რომელაც ჟამთა სვლას და ზაფხულში ვიზიტორების მოზღვავებას გაუძლო და ჯერ კიდევ უძლებს. არ აქვს მნიშვნელობა ციხესიმაგრეები გიყვართ თუ არა, ეს შენობები თავისი პატარა კაფეებით გულგრილს ვერავის ტოვებს.

კარკასონე - ციხე-ქალაქი საფრანგეთში

კარკასონე - ციხე-ქალაქი საფრანგეთში

მულენ რუჟი

პარიზის კლასიკური კაბარე სადაც სხვადასხვა შოუ სრულწლოვანი მაყურებლებისთვის იმართება. კაბარე პარიზის მე18 ოლქში მდებარეობს. ფილმ „მულენ რუჟისა“ და უბრალოდ გართობის მოყვარულებს აქ გულითადად ელიან.

მულენ რუჟი - კაბარე საფრანგეთში

მულენ რუჟი - კაბარე საფრანგეთში

ტრიუმფალური თაღი

ეს თაღი ახალ და ძველ პარიზს აკავშირებს. მასზე გამოსახული რელიეფური გამოსახულებები კი ფრაგული ხელოვნების ესთეტიკას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. თაღი ფრანგი სამხედროების თავდადებას მიეძღვნა და მასზე 558 გენერლის სახელია ამოტვიფრული.

ტრიუმფალური თაღი

ტრიუმფალური თაღი

ნოტერ-დამის ტაძარი

ამ სახელწოდებაზე ყველას ვიქტორ ჰიუგოს ნოველა და მისი უკვდავი პერსონაჟი კვაზიმოდო ახსენდება. ამ ტაძრის პოპულარობას სწორედ ამ ნაწარმოებმა შეუწყო ხელი. თუმცა ტაძრის არქიტექტურა ქალაქის გოთიკურ მხარეს საკმაოდ კარგად გადმოსცემს, ისევე როგორც ისტორიულ მოვლენებსა და ხელოვანების გავლენას.

ნოტერ დამის ტაძარი

ნოტერ დამის ტაძარი

რადიო Jako.FM-ის დილის გადაცემის სტუმარი, მოგზაური და ვიდეო-ბლოგერი გიო ჯობავა პარიზში სტუმრობას ასე იხსენებს- „პარიზელები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ძალიან თბილები, ასე მეგონა ოჯახში მოვხვდი, თავი მათ შვილობილად მიმაჩნდა. მიხაროდა რომ არსებობს ოჯახი მსოფლიოში რომელსა ისე მოეწონა ჩემი საქართველო, რომ ასმაგად ცდილობს საკუთარი საფრანგეთი მეც მომეწონოს.“

გიო ჯობავა - მოგზაური, ვიდეო-ბლოგერი

გიო ჯობავა - მოგზაური, ვიდეო-ბლოგერი