მცენარეების მიმართ ინტერესი დღითი-დღე იზრდება. ცნობილია მათი დადებითი გავლენა ადამიანის განწყობაზე.

დიდ ქალაქებში ნელ-ნელა მცირდება მცენარეთა რიცხვი. აქედან გამომდინარე, ადამიანი შინაგანად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ისწრაფვის რაც შეიძლება მეტი მცენარე ქონდეს, რომელთა მოვლას სახლის პირობებში შეძლებს.
თუ თქვენ მცენარეების შეგროვება გადაწყვიტეთ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მათ ყოველდღიურად გარკვეული სახის მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით გაზაფხულზე საჭირო ხდება ნიადაგის განაყოფიერება. ეს სახლის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი.
არსებობს სხვადასხვა სახის ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს მცენარეებს.
ყავის ნალექი

ყავის ნალექი- ოთახის მცენარეებისთვის შესანიშნავი სასუქია. მარტივია ის რომ მას ცალკე მომზადება არ სჭირდება. დილით, როცა ყავას მიირთმევთ, ნალექი მცირე წყლით განზავების შემდეგ ყვავილებს მოასხით. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ რომ ნიადაგის მჟავიანობა გაიზრდება, უფრო ფხვიერი და მსუბუქი გახდება.

საფუარი
საფუარი მცენარეებისთვის ერთ-ერთ სასარგებლო მკვებავ საშუალებადაა მიჩნეული. მასში შემავალი ციტოკინინების წყალობით უჯრედი მარტივად იწყებს დაყოფას და გაჯანსაღებას.
საფუარით მორწყვის შემდეგ ნიადაგის აქტივობა იზრდება და მინერალიზდება, რადგან თავისი თვისებების წყალობით ის მარტივად შეიძლება კომპლექსური სასუქის ბუნებრივ ანალოგად იქნას მიჩნეული.

მომზადების წესი: წყალში გახსენით 1:5 თანაფარდობით საფუარი და ამის შემდეგ მორწყეთ ნიადაგი.

მარცვლეულის ნარეცხი

მცენარეების სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარცვლეულის ნარეცხი წყალი, ეს შესაძლოა იყოს (ბრინჯი, წიწიბურა, შვრია და ა.შ.). მასში შემავალი ნივთიერებები (კრემნიუმი, რკინა, ფოსფორი) მცენარის ბუნებრივ სიჯანსაღეს, ზრდას და გაძლიერებას უწყობს ხელს.

შაქარი
შაქარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასარგებლო სასუქია. მისი გამოყენება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: 1 ჩ/კ შაქარი გახსენით 1 ჭიქა წყალში. აღნიშნული ხსნარით მცენარის მორწყვა მხოლოდ კვირაში ერთხელაა დასაშვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.