დროთა განმავლობაში კანი შრება, იფიტება და უსიცოცხლო ხდება. პრობლემის გამოსასწორებლად ათასგვარ ძვირადღირებულ საშუალებებს მიმართავენ და ავიწყდებათ, რომ არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია ვიდრე სხვა. მაგალითად, ნუშის ზეთი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მასში შემავალი ელემენტები კანს იცავს გამოშრობისგან და ნაოჭების გაჩენისგან.
ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიურობასა და ბზინვარებას. იგი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს, ასევე, საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის.
ნუშის ზეთი აქრობს დერმატიტს, ეგზემას, ჰერპესს, აუმჯობესებს კანის ფერს. ის ასევე საუკეთესოდ მოქმედებს კანზე მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვოვანი პროცესების სამკურნალოდ.
ნუშის ზეთი და მისი გამოყენება

ნუშის ზეთი საუკეთესოდ უვლის მშრალ, მგრძნობიარე კანს, იდეალურია გაუხეშებული, დამსკდარი და ანთებადი კანის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი ხელებზე.
ნუშის ზეთი აუმჯობესებს წყლის ბალანსს, ააქტიურებს უჯრედების აღმდგენ პროცესს. მას აქვს მსუბუქად გამათეთრებელი ზემოქმედება, კანს ანიჭებს სიჯანსაღეს და ლამაზ ელფერს.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ზეთებთან კომბინაციაში.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: