ჩინური საპნის ოპერა - "ჩემი სამართლიანი პრინცესა", რომლის დებიუტიც 1998 წელს შედგა, 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხვდა ყველაზე რეიტინგული სერიალების რიცხვში.

ეს უკანასკნელი, კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩინურ სატელევიზიო სერიალად ითვლება.

ჰუნანის სატელიტურმა ტელევიზიამ სერიალი „ჩემი სამართლიანი პრინცესა“ 16-ჯერ დააბრუნა ეკრანებზე და ყოველ წელს, მისი ჩვენება სკოლის არდადეგების დროს ხდებოდა.

ინტერნეტის მომხმარებლებს შორის გაჩნდა იმის განცდაც, რომ ამ სერიალის გარეშე მათი დასვენება არ არსებობს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: