ჩინეთში ლამაზი ქალი მხოლოდ მიმზიდველ გარეგნობას როდი ნიშნავს. უძველესი ჩინური კულტურა ამბობს, რომ სხეულსა და სულს შორის მტკიცე კავშირი არსებობს და ქალის სასიამოვნო გარეგნობა მისი სილამაზის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ჩინელი ქალებისთვის მნიშვნელოვანია მათი შინაგანი შემადგენელი, თვითკმარობა, გატაცებები და სულიერი ჰარმონია.

თანამედროვე ჩინელი ქალები 40 წლის ასაკში 20 წლის ახალგაზრდებს ჰგვანან. რისი წყალობით ახერხებენ ამას? გთავაზობთ ჩინელი ქალბატონების 10 საიდუმლოს:

1 დალიეთ ბევრი წყალი

ჩინელი ქალები მუდმივად წყალს სვამენ. ისინი ბავშვობიდან არიან მიჩვეულები იმას, რომ ყველგან და ყოველთვის თან წყლის ბოთლი ატარონ. თუ მათ ჰკითხავთ, რა არის მათთვის არსებობის მინიმალური აუცილებელი პირობა, ისინი ერთხმად გიპასუხებენ: სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. ქულერები და დისპენსერები ჩინეთში პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ადგილას დგას.

.

.

2 მოერიდეთ მზის სხივებს

უძველესი დროიდან ჩინელი ქალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მათი კანი ღია ფერის იყოს. ადრე თეთრი კანი მაღალ სოციალურ მდგომარეობას ნიშნავდა, XXI საუკუნეში კი ჩინელი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ კანის დაბერებასთან ბრძოლის მთავარ ხერხს სწორედ მზისგან დაცვა წარმოადგენს, ამიტომ ხშირად იყენებენ მზისგან დამცავ საცხებს.

.

.

3 ჩაი შესანიშნავად ანაცვლებს ნებისმიერ სხვა სასმელს

ჩინელი ქალები დიდი რაოდენობით იღებენ სითხეს და ჩაი მათ ერთ-ერთ საყვარელ სასმელს წარმოადგენს. ჩაის გარკვეული სახეობები (ულუნი, წითელი ჩაი, პუერი) განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სასმელში არ დაამატოთ შაქარი ან რძე.

4 დაგეგმეთ საკუთარი დღე

დღის განაწესის დაცვა ჩინელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ჩინელი ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკვების მიღებას და ძილს. სადილის შემდეგ ისინი ცდილობენ გამონახონ დრო ძილისთვის. ხშირად მათ პირდაპირ სამუშაო ადგილზე სძინავთ.

.

.

5 სჯობს უარი თქვათ კალორიულ დესერტებზე

არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჩინური სამზარეულო ქართულისგან ძალიან განსხვავდება. გამონაკლისს არც დესერტები წარმოადგენენ. ჩინური დესერტი კარდინალურად განსხვავდება ჩვენი წარმოდგენისგან ტკბილეულზე. საქმე იმაშია, რომ ჩინურ დესერტში საერთოდ არ არის შაქარი. განსხვავებულია ასევე ტკბილეულის მიღების კულტურა. ევროპისგან განსხვავებით, სადაც დესერტით ასრულებენ საკვების მიღებას, ჩინეთში ტკბილეულს ცალკე ან ძირითად კერძთან ერთად მიირთმევენ.

ჩინური დესერტი

ჩინური დესერტი

6 წყლის მცენარე - რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია

ჩინელი ქალები დიდი რაოდენობით მიირთმევენ წყლის მცენარეებს, რომლებიც აჩქარებენ საჭმლის მონელების პროცესს და ორგანიზმში დაგროვებულ ზედმეტ მარილს შთანთქავს. გარდა ამისა, საკვები უჯრედისი იდეალურია დიეტის დროს და ხელს უწყობს იმას, რომ უფრო დიდხანს არ მოგშივდეთ. ვიტამინები და კოლაგენი აახალგაზრდავებენ კანს, ინარჩუნებენ კოლაგენის ნორმალურ დონეს და კანს უფრო ამკვრივებენ. ზღვის მცენარეები შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილას, რისი წყალობითაც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას აფერხებენ.

.

.

7 მთავარია სიმშვიდე

მკვეთრად გამოხატული მიმიკის უქონლობა ხელს უწყობს კანის ახალგაზრდობას: რაც უფრო ნაკლებს მუშაობს სახის კუნთები, მით უფრო ნაკლებია მიმიკური ნაოჭების რაოდენობა. სახის მშვიდი და ჩაფიქრებული გამომეტყველება - ბოტოქსის ეფექტიანი შემცვლელია.

.

.

8 გამოიყენეთ განსაკუთრებული კოსმეტიკა

სახისა და სხეულის მოვლის ის საშუალებები, რომლებსაც ჩინელი ლამაზმანები იყენებენ, ყოველთვის შეიცავდნენ სილამაზისა და ახალგაზრდობის გამახანგრძლივებელ ბუნებრივ კომპონენტებს, როგორიცაა ზღვის მცენარეები, ჟენშენი, სამკურნალო ბალახების ექსტრაქტები, მარგალიტის პუდრი და ნატურალური ზეთები.

ჟენშენი

ჟენშენი

9 ჩაიტარეთ ფეხების წერტილოვანი მასაჟი

საკუთარი სხეულის მოვლას ჩინელი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ერთ-ერთ აუცილებელ პროცედურას წერტილოვანი მასაჟი წარმოადგენს. ქალური სილამაზის წერტილებს მასაჟს დღეში რამდენჯერმე უკეთებენ. აღნიშნული წერტილები წვივის შიდა მხარეზეა განლაგებული. ამ წერტილების მასაჟი ორივე ფეხზე ერთდროულად დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

.

.

10 ყოველდღიური მასაჟი ნეფრიტის გორგოლაჭით

ნეფრიტის გორგოლაჭის გამოყენება სახის მასაჟისთვის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში და ხელს უწყობს შლაკების გამოდევნას. ძველად ჩინეთში ორი მთავარი გაჯეტი არსებობდა: ნეფრიტის გორგოლაჭი აკუპუნქტურული წერტილების მასაჟისთვის და ნეფრიტის სპეციალური ბრტყელი ქვა, რომელიც სახის კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად გამოიყენებოდა. დღეს ასეთი ნეფრიტის გორგოლაჭები ინტერნეტში იყიდება.

.

.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: