იაპონია ჩინელი ტურისტებისთვის ყველაზე სასურველი ადგილი გახდა. ახალი კვლევის თანახმად 2013 წლის შემდეგ იაპონიამ ამ მაჩვენებლით ამერიკას პირველად აჯობა.

ასეთი ცვლილება იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ და ჩინეთში კმაყოფილი ტურისტების დადებითმა შეფასებებმა გამოიწვია.

კვლევა აგვისტოში დაიწყო და 1,224 ადამიანი ჩაერთო ჩინეთის 6 ქალაქიდან - მათ შორის იყო პეკინი, შანხაი და ვუჰანი. კვლევა 20-დან 49 წლამდე მონაწილეებს აერთიანებდა.

კვლევის კითხვა კი იყო ის, თუ რომელ ქვეყანას ესტუმრებოდნენ მომავალში? იაპონია, აშშ და იტალია სიის სათავეში აღმოჩნდნენ. 40 პროცენტი იაპონიას ამჯობინებდა, 39 პროცენტი აშშ-ს, ხოლო 37 პროცენტი იტალიაში იმოგზაურებდა.

სხვა სტატიები თეგით: