ჩინელმა მუსიკოსმა კრის ვუმ საერთაშორისო ხელშეკრულება Universal Music Group -თან გააფორმა. 27 წლის ჩინელ-კანადელი მუსიკალური პროდიუსერი , მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი და მსახიობი აზიის ერთერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. გასულ წელს, კრის ვუ პირველი ჩინელი მუსიკოსი გახდა, რომელმაც აშშ-ს iTunes ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კრის ვუმ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ მისთვის ძალიან სასიხარულოა UMG-სთან კოლაბორაცია :“ მე ძალიან მსიამოვნებს ჩემი მუსიკალური ხედვის გაზიარება... მე გავაგრძლებ მუშაობას, რათა მსოფლიოს მასშტაბით მსმენელს ბევრი ლამაზი სიმღერა მივაწოდო.“

UMG-ს გენერალური დირექტორი ლუსიან გრეინჯი ამბობს, რომ: „კრისი არის გასაოცრად ნიჭიერი არტისტი, სიმღერების ტექსტების ავტორი და მსახიობი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია მის კარიერულ წინსვლას ხელი შევუწყოთ“

ეს ხელშეკრულება ნიშნავს იმას, რომ მუსიკოსის სიმღერები საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება, მათ შორის იაპონიასა და კორეაში.