2018 წლის ევროკავშირ-ჩინეთის ტურიზმის წელი ოფიციალურად ვენეციაში Dodge Palace-ში დაიწყება.

ტურისტული წლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იტალიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი დარიო ფრანჩეზინი, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი ანტონია ტაჯანი და ნიკოლინა ანგელკოვა - ბულგარეთის ტურიზმის მინისტრი მიიღებენ.

ჩინელი ტურისტებისთვის მესამე ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი ევროპის ქვეყნებია. დაახლოებით 3,5 მილიონი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა ევროპას 2016 წელს, რამაც 11 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანა. ანალოგიურად, დაახლოებით 3,1 მილიონი ევროპელი ჩინეთს ესტუმრა.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ უინკერმა და ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა 2016 წელს გააჟღერეს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: