ჩინეთის სამრეწველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ, მომხმარებლის კონფიდენციალურობის დარღვევების აღსაკვეთად, სამი ქვეყნის ცნობილი ინტერნეტ ფირმები შეისწავლა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის სახელმწიფო უწყებამ ჩინური საძიებო სისტემის Baidu-ს, ონლაინ გადახდის პლატფორმა Alipay-ს და პოპულარული სიახლეების აპლიკაცია Toutiao.com-ის წარმომადგენლები მოიწვია.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლებისგან, პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებული საჩივრები დაიწყო, სამივე კომპანია გაკიცხვის საგანი გახდა.

ჩინეთის სამრეწველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ მსგავსი უპასუხისმგებლო საქციელის შეწყვეტის ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სერიოზული სასჯელი იქნება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: