ჩინეთმა მოუწოდა ყოველდღიური მოხმარების საგნებით მოვაჭრეებს განაახლონ მუშაობა, რათა ეპიდემიის აფეთქების ფონზე, დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა ქალაქებში. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის კომერციის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

სამინისტროს დირექტივაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მიიღებს ზომებს, რათა მოხდეს საბითუმო ბაზრების, სუპერმარკეტებისა და ადგილობრივი სასურსათო მაღაზიების საქმიანობის სწრაფი განახლება. ამასთან, დაცული უნდა იყოს პროფილაქტიკისა და ეპიდემიური კონტროლის ყველა სტანდარტი.

მსხვილმა ქსელურმა მაღაზიებმა საბაზრო მიწოდების უზრუნველყოფაში საკვანძო როლი უნდა ითამაშონ და უზრუნველყონ პროდუქციის მრავალფეროვნება.

დოკუმენტში მითითებულია ჯანდაცვისა და ეპიდემიური კონტროლის სფეროში ზომების მიღების აუცილებლობა, რათა გარანტირებული იყოს ობიექტების, აღჭურვილობისა და პროდუქციის სანიტარული ნორმები და აღნიშნული კომპანიების თანამშრომელთა ჯანრთელობა.

ჩინეთი პირობას დებს, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: