ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.