კორონავირუსის და სხვა რესპირატორული დაავადებების ექსპრეს-ტესტები, რომლებიც საქართველოს ჩინეთის პროვინცია სიჩუანის მთავრობამ აჩუქა, უკვე ქვეყანაშია შემოსული. ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ დაწერა.

კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი ჩინელმა მეცნიერებმა ქალაქ უხანში ეპიდემიის დაწყებიდან ერთ თვეში შექმნეს. ტესტის ჩასატარებლად პაციენტის ცხვირიდან ან პირ-ხახიდან ხდება ნაცხის აღება. ამ ანალიზის მეშვეობით დაავადების დადგენა სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი.

.

.

არჩილ კალანდიამ, რომელმაც სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა, ასევე აღნიშნა, რომ ტესტებს შესაბამისი აღჭურვილობაც მოჰყვება. საჩუქრის საერთო ღირებულება 420 000 აშშ დოლარს შეადგენს.

Related Articles

ამასთან, ექიმები აფთხილებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ტესტის საკუთარი სურვილით გავლა არ მოხდება. ტესტირების დანიშვნა მხოლოდ ექიმის კომპეტენციაშია.

ამჟამად საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებას სამხრეთ კორეასთან 200 000 ტესტის შეძენის თაობაზე.