11 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთის ბანკების მიერ 349 მილიარდი იუანის (დაახლოებით 50,06 მილიარდი დოლარი) ოდენობის საკრედიტო მხარდაჭერის გამოყოფა მოხდა. აღნიშნული თანხა კომპანიებს ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში წარმოების აღდგენაში დაეხმარება.

ჩინეთის ბანკების ასოციაციის ცნობით, საწარმოებისთვის, რომლებიც ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ბანკებმა მომსახურების საფასური და საკრედიტო განაკვეთი შეამცირეს.

როგორც ასოცოაციაში აღნიშნეს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საზკვების, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეპიდემიის გამო, ბანკები შეღავათიან პოლიტიკას შესთავაზებენ.

გარდა ამისა, საბანკო დაწესებულებებმა ეპიდემიასთან საბრძოლველად 1,75 მილიარდი იუანის შემოწირულობა შეაგროვეს.

ასოცოაცია შემდგომშიც წაახალისებს ბანკების მიერ საკრედიტო მხარდაჭერის გამოყოფას და ფინანსური მომსახურების გაუმჯობესებას, ქვეყანაში ეპიდემიის პროფილაქტიკასთან და კონტროლთან დაკავშირებული ძალისხმევის ფარგლებში.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: