ორშაბათს ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანდონგში საიმპორტო და საექსპორტო საქონლის ჩინეთის 125-ე ბაზრობა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე „სარტყელისა გზის ქართული ბიზნეს სახლის“ წარმომადგენლებიც მიიწვიეს.

წლევანდელი ბაზრობა, რომელიც გუანჭოუს ბაზრობადაა ცნობილი, გამორჩეულია იმით, რომ მონაწილე კომპანიების ნახევარი „სარტყელისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს წარმოადგენენ.

მთლიანობაში ბაზრობაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, 1000 სტენდზე საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას 38 ქვეყნის 650 კომპანია ახდენს. ბაზრობის წლევანდელი საგაზაფხულო სესია სამ ეტაპად არის დაყოფილი.

როგორც ბაზრობის პრეს-მდივანმა სუი ბინმა განაცხადა, 650 კომპანიიდან 383 „სარტყელისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან და რეგიონებიდანაა ჩამოსული.

ბაზრობა, რომელიც 15 აპრილიდან 5 მაისამდე გაგრძელდება, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბარომეტრად მიიჩნევა.