წამყვანმა სამრეწველო საწარმოებმა, რომელთა შორის არიან Qualcomm, Tesla, FANUC, Honeywell და Bosch, 28 აპრილს შანხაიში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო ბაზრობის ადმინისტრაციასთან და ნოემბერში აღნიშნულ ბაზრობაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საკუთარ ნიმუშებს წარმოადგენენ.

Qualcomm-ი აღნიშნულ ბაზრობაზე წარმოადგენს ახალ ტექნოლოგიებს მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელების, ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. „ნივთების ინტერნეტის“ სფეროში. Tesla ენერგიის ახალ წყაროზე მომუშავე ავტომობილის სამ მოდელს წარადგენს. FANUC-ს ჩამოაქვს მაღალტექნოლოგიური რობოტები და „ნივთების ინტერნეტის“ ტექნოლოგიები. Honeywell-ი შანხაიში „ჭკვიან“ და ეკოლოგიურ აეროკოსმოსურ პროდუქციას ჩამოიტანს.

ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კომპანია NECC-ის გამგეობის თავმჯდომარემ სუნ ჩენხაიმა განაცხადა, რომ დღეისთვის შეთანხმებას იმპორტის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილებაზე ხელი 100 ქვეყნის დაახლოებით 1100 საწარმომ მოაწერა. საგამოფენო სივრცის ფართობი 180 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: