2018 წლის 11 მაისს, შანსის პროვინციის დედაქალაქ სიანში მესამე აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოზიცია, ჩინეთი–იანანის სარტყლისა და გზის ახალი ეკონომიკური განვითარების ფორუმი გაიმართა.

აღნიშნული ფორუმი სიტყვით ქალაქ იანანის მერმა სუე ჯანხაიმ გახსნა. იგი მიესალმა ფორუმზე მიწვეულ ოფიციალურ სტუმრებსა და პრეზენტატორებს, რომელთა შორისაც იმყოფებოდნენ საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი ბექარ მიქაბერიძე, სამხრეთ აფრიკის ელჩის მრჩეველი ეკონომიკის დარგში სანდუკვაძი ნიავოსი, სამხრეთ აფრიკის პალატების ასოციაციის პრეზიდენტი ბენ დე კლერკი, შვეიცარულ–ჩინური საინვესტიციო ასოციაციის დირექტორი ლი მინფანი, ჩინეთის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის გენერალური მდივანი ხე ჯენვეი, CCPIT - ის ხელშეწყობისა და კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე ცვეი ვენლონგი, ქალაქ იანანის ტურიზმის განვითარების კომისიის დირექტორი მა დონგფო, პეკინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ძიხონგ სანდერსონი, EMBA-ის საერთაშორისო ლიგის პრეზიდენტი სუ დიანლონგი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინოვაციური სივრცის კომპანიის ‘’898 ‘’ თავმჯდომარე ლი ძიანსინი, გერმანულ–ჩინური ეკონომიკური კვლევის ბიუროს წარმომადგენელი ცი ჩენგანი და ხუავეის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ლი ფენგჩენი.

აღნიშნულ ფორუმზე ბექარ მიქაბერიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველო–ჩინეთ შორის უკვე ძალაში შესული თავისუფალი ვაჭრობის პოტენციურ შედეგებზე ესაუბრა და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის პროექტის მნიშვნელოვანი შვიდი მიმართულება გააცნო.

ფორუმის დასრულების შემდეგ, ქართულ–ჩინურ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, რაც მიზნად ისახავს ჩინეთის ქალაქ იანანში საქართველოს ინდუსტრიული პარკის მოწყობასა და ექსპლოატაციაში შესვლას.

ფორუმის მეორე ნაწილი ახალი ეკონომიკური პროგრამების გაცვლას ითვალისწინებდა, რომელიც დიალოგის ფორმატში გაიმართა. აღნიშნული დიალოგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის საინტერესო მიმართულებები, რომელიც ქალაქ იანანისა და მათი წარმომადგენლობის ურთიერთანამშრომლობასა და საერთო პროექტების წარმატებით განხორციელებას ითვალისწინებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: