პროვინცია გუანდუნში მდებარე ქალაქ შენჯენში უპილოტო საფრენი აპარატების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას 200-ზე მეტი ჩინური და უცხოური კომპანია იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

შენჯენი ჩინეთში უპილოტო აპარატების წარმოების ძირითად ბაზას წარმოადგენს. მსოფლიო ბაზარზე არსებული სამომხმარებლო დრონების 70% შენჯენის კომპანიებზე მოდის. 2017 წელს დრონების გამოშვების მოცულობამ შენჯენში 30 მილიარდი იუანი (დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

სახელმწიფო სტატისტიკური სამმართველოს მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩინეთში 2,9 მილიონი სამოქალაქო დრონი იყო გამოშვებული, რაც 2016 წელთან შედარებით 67%-ით მეტია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: