3 თებერვლის საღამოს მდგომარეობით, 632 პაციენტი, რომელიც ადრე ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელების შემდეგ სახლში გაეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

Related Articles

ორშაბათს საავადმყოფოებიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ 157 პაციენტი გაწერეს (მათ შორის 101 პროვინცია ხუბეიში). აღნიშნული ციფრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყოველდღიურ ანგარიშშია მოყვანილი.