საქართველოში ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩომ თბილისის 37-ე საბავშვო ბაღისთვის პატრონაჟის აღების და საჩუქრების გადაცემის ცერემონია გამართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

დაკავშირებული სტატიები

ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში რიგი ღონისძიებების ავტორია. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საელჩომ თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟი აიღო და პირველ ჯერზე 22 000 ლარის ოდენობის საჩუქრები (აუდიო/ვიდეო/საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები) გადასცა.

“დღევანდელი ღონისძიების მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობები. დღეს, ჩვენ 37-ე ბაღს გადავეცით 22 000 ლარის ღირებულების ინვენტარი. ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, საქართველოს მომავალია, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქალაქ თბილისის ხელისუფლებას მათ განვითარებაში. ჩინეთის საელჩო საქართველოში გააგრძელებს პატრონაჟს ბაღზე და პერიოდულად დაეხმარება მას სხვადასხვა ფორმით,” - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩმა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს და ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის.

"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის სიმბოლურად დაფიქსირებისთვის ანალოგიური ღონისძიებები. შესაბამისად, ეს პარტნიორობა გაგრძელდება. მათი პატრონაჟი ამ ბაღის მიმართ გაგრძელდება და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობაც გაგრძელდება,” - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

სხვა სტატიები თეგით: