ჩინეთის საელჩომ დღეს ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ჟურნალისტებს სიტყვით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლი იანმა მიმართა.

Related Articles

მან მადლობა გადაუხადა ყველას საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ყურადღებისთვის და ჩინეთის პოზიტიური გაშუქებისთვის. ქალბატონმა ლი იანმა ისაუბრა ჩინეთის მთავრობის მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებზე, ამჟამინდელ ეპიდემიურ სიტუაციაზე და ჩინეთის წინსვლის შესახებ ეპიდემიასთან ბრძოლაში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.