2018 წლის 21 ნოემბერს,თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე “ერთი სარტყელი ერთი გზა“,ამ დღისთვის სპეციალურად მოწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი.შეხვედრა დახურულ რეჟიმში მმდინარეობდა და მას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-სტუდენტები.ელჩმა ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტზე,მის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის,განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე.შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფესორებსა და დამსწრე სტუდენტებს საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ ჩინეთის ელჩს და დაესვათ მათთვის სასურველი შეკითხვა სასურველ თემაზე.

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

“ ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენი მოწვევით ვსტუმრობ საქართველოს ისტორიულ და მსოფლიოში სახელგანთქმულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი ნიჭიერი სპეციალისტი აღზარდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სოციალურ- ეკონომიკური განვითარებისათვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის ექსპერტებთან, აკადემიკოსებთან და სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა.“-განაცხადა ელჩმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

-ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ორი ქვეყნის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივსცემის, ურთიერთთავდაუსხმელობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის, აგრეთვე მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის საფუძველზე.

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობაც მუდმივად ფართოვდება, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ვაჭრობას, მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, ფინანსებს, იუსტიციას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ორი ქვეყანა ერთმანეთს მხარს უჭერს საერთაშორისო საკითხებში,იცავენ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებას. ამჟამად, ჩინეთის და საქართველოს მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთი უკვე გახდა საქართველოს ძირითადი ინვესტორი, მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი. წელს ძალაში შევიდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შედეგად, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მილიარდს გადააჭარბებს და ორი ქვეყნის პრემიერების მიერ 2015 წელს დასახული მიზანი შესრულდება. კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივ ურთიერთობებში საკვანძო როლს თამაშობს. ჩინური და ქართული ენების სწავლებას ორივე ქვეყანაში ახორციელებენ. ჩინური საქართველოს უნივერსიტეტებში სავალდებულო და არჩევითი უცხო ენა ხდება, რომელსაც 1100-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. საქართველოზე უფრო მეტი ჩინელი ტურისტი აკეთებს არჩევანს.

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ "სარტყელისა და გზის" თანამშრომლობა ორი ქვეყნის მთავრობებსა და საწარმოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტად იქცა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა "სარტყელისა და გზის" ინიციატივა გააჟღერა, მას საქართველოს მთავრობის მხრიდან პოზიტიური რეაგირება მოჰყვა.

"ერთი სარტყელი, ერთი გზა", „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის“ და სხვა კონცეფციები უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში ჩაიწერა. ჩინეთი საქართველოსთან ერთად იმუშავებს "სარტყელისა და გზის" ინიციატივის განხორციელებისათვის და თავის წვლილს შეიტანს „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში.

წელს ჩინეთი საზეიმოდ აღნიშნავს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის მე-40 და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მე-5 წლისთავს.

ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ მასწავლებლებს მოწვევისატვის.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: