პეკინში ჩატარებული მაღალი დონის მოლაპარაკების მსვლელობისას, ჩინეთმა და აშშ-მ ზოგიერთ საკითხში კონსენსუსს მიაღწიეს. ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ხემ გულახდილი, ეფექტური და კონსტრუქციული დისკუსია ჩაატარა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხზე ამერიკის დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი სტივენ მუჩინი ხელმძღვანელობს. მუჩინი ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანის რანგში იმყოფება.

ორივე მხარე თვლის, რომ ჯანსაღი და სტაბილური ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა საკითხის გადაწყვეტას დიალოგისა და კონსულტაციების გზით აპირებენ.

მხარეებმა გაცვალეს საკუთარი ხედვები ჩინეთსა და აშშ-ს შორის ექსპორტის გაფართოების, ორმხრივი ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და სხვა საკითხების თაობაზე. ზოგიერთ სფეროში გარკვეული კონნსენსუსი იყო მიღწეული.

ორივე მხარემ აღიარა, რომ ზოგიერთ საკითხებზე ისევ რჩება განსხვავებული პოზიციები და ამიტომ საჭიროა მუშაობის აქტიური გაგრძელება, რათა უფრო დიდ პროგრესს მიაღწიონ.

მხარეები შეთანხმდნენ კომუნიკაციის მექანიზმის შექმნაზე და მჭირდო კავშირის შენარჩუნებაზე.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: