ჩინეთში წიგნებისა და ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობა შემცირდა მაშინ, როდესაც მკვეთრად გაიზარდა აუდიოწიგნების მომხმარებელთა რიცხვი.

კვლევის თანახმად, საშუალოდ ყოველი ზრდასრული ჩინეთის მოქალაქე 2017 წელს 4 წიგნს კითხულობდა.

საშუალოდ იაპონიის მოქალაქე წელიწადში 11 წიგნს კითხულობს, 9 წიგნს სამხრეთ კორეაში, 7-ს აშშ-ში და 8-ს საფრანგეთში.

თუმცა აუდიოწიგნების მომხმარებელთა რიცხვი ჩინეთში 22%-ით გაიზარდა.

ეს ტენდენცია ჩინელების დატვირთულმა რეჟიმმა გამოიწვია, თუმცა სწავლის მზარდი სურვილი არსებობს, ნათქვამია კვლევის შედეგებში.