18 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიისგან განკურნებულების რიცხვმა ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვს პირველად გადააჭარბა. აღნიშნული ინფორმაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა.

როგორც კომიტეტის მონაცემებიდან გამომდინარეობს, სამშაბათს საავადმყოფოებიდან 1824 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაწერეს, რაც დაავადების ახალ დადასტურებულ შემთხვევებს აღემატება. კერძოდ, სამშაბათს 1749 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

Related Articles

კომიტეტის ცნობით, გუშინდელი დღის ბოლოსთვის ჩინეთის საავადმყოფოებმა საერთო ჯამში 14 376 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.

ჩინეთის ხუბეის პროვინციის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი 15 დღის მანძილზე მცირდებოდა. 18 თებერვალს 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3 თებერვალს ეს რიცხვი 890 შეადგენდა, ასე რომ სახეზეა აღნიშნული მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება.

სამშაბათს კომიტეტმა 31 ადმინისტრაციული ერთეულისგან მიიღო ინფორმაცია 1749 ახალი შემთხვევის შესახებ. აქედან 1693 შემთხვევა ხუბეის პროვინციაზე მოდის.

ორშაბათს ახალი შემთხვევბის რიცხვი 1886-მდე შემცირდა, რაც 31 იანვრის შემდეგ პირველად იყო 2000-ზე ნაკლები.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: