ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური რობოტი, რომელსაც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ახალი ტიპის კორონავირუსის გადაცემის შესამცირებლად გამოიყენებენ.

ახალი მუხლუხიანი მანქანა თავდაპირველად სოფლის მეურნეობისთვის შეიქმნა. ეპიდემიასთან საბრძოლველად რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ძიანსუს პროვინციის ქალაქ სუჯოუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაახლეს საფრქვევი სისტემა და მანქანა თხევად სადეზინფექციო საშუალებებს მოარგეს.

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ თხევადი სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევის ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ქლორის კონცენტრაცია ჰაერში გაიზარდა, აეროზოლური გადაცემის ალბათობა კი შემცირდა“,- განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა გენ ჩანსინმა.

რობოტი დისტანციურად იმართება. საფრქვევი მოწყობილობის მოქმედების მანძილი 30 მეტრს აღწევს.

მეცნიერთა განცხადებით, რობოტი 7კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ვირუსს 40 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ანადგურებს. მისი ზომა საცხოვრებელ მიკრორაიონებში, ავტობუსის გაჩერებებზე, სამშენებლო მოედნებზე და მიწისქვეშა პარკინგებზე მანევრირების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული რობოტი უკვე შეიყვანეს ექსპლუატაციაში ქალაქ სუჯოუს ზოგიერთ რაიონში. მეცნიერების თქმით, მას ადგილობრივ სკოლებში და საცხოვრებელ უბნებში გამოიყენებენ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: