საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გამართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა.

,,ესენი არიან ძალიან ახალგაზრდები, მათ შორის ერთი 9 წლისაცაა. ესენი არიან ჩვენი მომავალი და ამ გამარჯვებით ჩვენ ძალიან ამაყები ვართ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სასახლეში მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მინსკში გაცილებისას.

ასევე, მაისის დასაწყისში მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ქართველებმა ტრადიციულ უშუში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: