კარსტულ მღვიმეში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის შაანსის პროვინციაში მკვლევარებმა რამდენიმე ახალი ცოცხლი ორგანიზმის ჯიში აღმოაჩინეს.

ჩინელი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა რეგიონის კვლევა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მცენარეებისა და ცხოველების იშვიათი ჯიშები გაეროს სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (UNESCO) –ს და ჩინელი მკვლევარების მიერ იქნა აღმოჩენილი, ამის შესახებ CCTV იუწყება.

სახეობებს შორისაა, როდოდენდრონის ჰიბრიდი, ჩინური უთხოვარა(yew), პარიზული პოლიფილა და ჩინური კობრას სახეობები.

კვლევა, რომელიც 10 მაისს დასრულდება, რამდენიმე კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ღრმულები ამ რეგიონში. მიწისქვეშა მღვიმეებისა და მდინარეების აღმოჩენა ამ ღრმულებში შესაძლოა გარკვეული საიდუმლოებების გასაღებს წარმოადგენდეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: