15 აპრილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია შეხვდა ჩინეთში გამართული საქველმოქმედო აქციის „ძალა ერთობაშია“-ს ორგანიზატორს, ალბერტ სანაიას. აქციის ინიციატორმა საელჩოს გადასცა ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და ჩინელი მეგობრების ერთობლივი ძალისხმევით შეძენილი და შემოწირული სამედიცინო საშუალებები (11 ათასი პირბადე, 7 ათასი წყვილი ხელთათმანი, 200 დამცავი სათვალე, 200 ცალი სამედიცინო ხსნარი 50 უკონტაქტო თერმომეტრი).

.

.

აღნიშნული ტვირთის თბილისში ტრანსპორტირებას საქართველოს დიპლომატიური მისია უზრუნველყოფს.

.

.

საელჩო მადლობას უხდის საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ჩინელ მეგობრებს, ამ გლობალური გამოწვევის დროს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: