ჩინეთის საერთაშორისო საინფორმაციო გაცვლითი ცენტრის, 2020 წლის პროგრამის ევრაზიის ცენტრის ჟურნალისტის, მარგო ლუჩკოს ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

მარგო ლუჩკო: აგვისტოს თვიდან საქართველომ ზოგიერთ ქვეყანასთან საერთაშორისო ფრენები აღადგინა და ევროპიდან ტურისტების მიღება დაიწყო. ბოლო წლებში, ჩინელი ტურისტების ნაკადი საქართველოში სულ უფრო იზრდება. მათ უკვე ქვეყნის ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავთ. როგორი ზეგავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ საქართველო-ჩინეთის ტურისტულ თანამშრომლობაზე? რამდენად პერსპექტიულია მომავალში ჩინელი ტურისტების საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლა?

ლი იენი: ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში მუდმივად იზრდება. ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები უკვე მრავალი წელია, მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ. ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი, ამ თანამდებობაზე 2017 წელს ჩინეთის ქ. ჩენგტუში გამართულ UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში აირჩიეს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია.„კოვიდ-19“ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქართულმა მხარემ მთელი რიგი ღონისძიებები მიიღო, მათ შორის - საერთაშორისო ფრენების შეჩერება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა, რამაც ქვეყნის

Related Articles

ტურიზმზეგარკვეული გავლენა იქონა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში მიღწეული პერიოდული წინსვლის შედეგად, ქართულმა მხარემ საერთაშორისო ტურისტული ბაზრის გახსნა თანდათან დაიწყო.

დარწმუნებული ვარ, ეპიდემია რომ დამთავრდება, კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში სამოგზაუროდ, აქაური ლამაზი ხედებით დატკბება და უგემრიელეს ღვინოებსა და კერძებსდააგემოვნებს. ჩემი აზრით, თუ ქართული მხარე სავიზო პირობების გამარტივების მხრივ უფრო შეღავათიან პოლიტიკას გაატარებს, მჯერა, ეს უფრო მეტ ჩინელ ტურისტს მოიზიდავს.

მარგო ლუჩკო: ხალხთაშორისი კავშირების გააქტიურების კვალდაკვალ, უფრო მეტი ქართველი სწავლობს ჩინურ ენას. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვეში „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის შესარჩევი ტურები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ზედიზედ ჩატარდა. რას ფიქრობთ, ჩინური ენის სწავლის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე და რამდენად პერსპექტიულია ჩინურის სწავლა? ჩინური მხარე რა პლატფორმასა და შესაძლებლობებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლის მსურველებს?

ლი იენი: როგორც აღნიშნეთ, ამ თვეში „ჩინური ენის ხიდის“ სკოლის მოსწავლეების და სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტურები ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა. საუკეთესომოსწავლეები და სტუდენტებიკონკურსში აქტიურად, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. ორივე ტურის გამარჯვებულები ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსის ფინალში საქართველოს წარადგენენ. უკვე წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში სამუშაოდ ჩამოვედი. ქართველების უცხო ენების სწავლის ნიჭი ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს. ბევრი მოსწავლე 1-2 წლიანი სწავლის შედეგადაც კი, ჩინურს უკვე საკმაოდ კარგ დონეზე ფლობს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სტუდენტებმა „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსის ფინალში მესამე ადგილის მოპოვება შეძლეს და მათი ნიჭი ჩინეთისა და მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინეს.

Related Articles

ეპიდემიის გამო, ამჯერად „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი ონლაინ რეჟიმში პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჩინური ენის სწავლებაც ვიდეო გაკვეთილებით ხორციელდებოდა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველ სტუდენტებს ჩინურისადმი ენთუზიაზმი არ განელებიათ. კონკურსში მათ თავი კარგად წარმოაჩინეს, შეკითხვებს გულდასმით უპასუხეს, სწავლის შედეგები, თავიანთი ნიჭი და უნარები სრულყოფილად გამოავლინეს, ჩინური ენის მიმართ საკუთარი გრძნობები გულწრფელად გამოხატეს, ზოგადად ჩინეთის, მისი ისტორიის და კულტურის სიყვარული და საკუთარი მისწრაფებები დაგვანახეს.დარწმუნებული ვარ, ჩინური ენის შესწავლით, ეს სტუდენტები ცხოვრების გზის გაფართოებას შეძლებენ, მათ მომავალში ფართო შესაძლებლობები ექნებათ. იმედი მაქვს, ისინი ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნების მეგობრობაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

საქართველოში ჩინური ენის სწავლებას 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ევრაზიის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ჩინური ენის სასწავლო პროგრამა შემოიღეს. ამჟამად, ყოველწლიურად დაახლოებით 1000 კაცი ეუფლება ჩინურს. ჩინური ენის კურსდამთავრებულები სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ, მათ შორის არიან დიპლომატები, ბიზნესმენები, ცნობილი სწავლულები და ა.შ. ისინი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ. ჩინური მხარე მზად არის, ქართველ ხალხს ჩინური ენის შესასწავლად მეტი პირობები შეუქმნას. მზად ვართ, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობით, ჩვენი ტრადიციული მეგობრობა გაღრმავდეს და „ერთი სარტყელი, ერთი გზის თანამშრომლობა“ კიდევ უფრო განვითარდეს.

მარგო ლუჩკო: 1 აგვისტოს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 93 წელი შესრულდა. ჩვენი ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. თუ შეგიძლიათ, ამის შესახებ მოგვიყვეთ?

ლი იენი: 2020 წლის 1 აგვისტოს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 93-ე წლისთავი აღვნიშნეთ. 93 წლის მანძილზე, ჩინეთის არმიამ საბრძოლო ნათლობაც მიიღო და მსხვერპლიც გაიღო, მაგრამ მუდამ თამამად წინ მიიწევს და წარმატებას წარმატებაზე აღწევს. გასული ერთი წლის განმავლობაში, სი ძინფინგის ახალი ეპოქის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის იდეოლოგიაზე დაყრდნობით, ჩინეთის არმია სი ძინფინგის „ძლიერი არმიის“ იდეასგულდასმით ახორციელებდა; ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებსმტკიცედ იცავდა; „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციის მიხედვითზუსტად მოქმედებდა; „დიდი სახელმწიფოს“ არმიის საერთაშორისო ვალდებულებებსაქტიურად ასრულებდა; ახალი ეპოქის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობასყოველმხრივ ხელს უწყობდა; მსოფლიოში ხანგრძლივი მშვიდობისა და საყოველთაო უსაფრთხოების შესაქმნელადძალა არ დაუზოგავს.

წლის დასაწყისში, უეცრად გაჩენილი ახალი კორონავირუსული ეპიდემიის - კაცობრიობის ამ საერთო მტრის წინააღმდეგ, ჩინეთის არმია პარტიის ხელმძღვანელობით ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდა. არმია სასწრაფოდ უხანის დასახმარებლად გაეშურა. არმიამდაავადებულთა გადასარჩენად და საკურნალოდ ძალები არ დაიშურა, ყოველგვარი პირობები შექმნა, გადაუდებელი მეცნიერულ-კვლევითი პრობლემების მოგვარებას ორგანიზაცია გაუკეთა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მათ შორის, არმიიდან უხანის დასახმარებლად 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალიგაიგზავნა, რომელთაც 7198 პაციენტს უმკურნალეს; სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის ვაქცინა, პირველი ვაქცინა იყო, რომელიც ჩინეთში დაპატენტდა და ამჟამად, საერთაშორისო კლინიკური კვლევის მესამე ფაზას გადის. ამავდროულად, ჩინეთის არმია აქტიურად აწარმოებს ეპიდემიასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას, მათ შორის პაკისტანისა და ორმოცდაათამდე ქვეყნის არმიას ეპიდემიასთან საბრძოლველად საჭირო მატერიალურიდახმარება გაუწია, სამხრეთ აფრიკისა და კიდევ ათზე მეტი ქვეყნის არმიასთან ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად ტელეკონფერენციები გამართა, ლაოსსა და კიდევ ოთხი ქვეყნის არმიაში ეპიდემიოლოგთა ჯგუფები გაგზავნა. ჩინეთის არმია გასაჭირის ჟამს სრული თანხმობით მოქმედებს და დროების სირთულეებს სხვებთან ერთად უმკლავდება. მან ეპიდემიასთან გლობალურ ბრძოლაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა, რაც სრულად ასახავს პასუხისმგებლიანი „დიდი ქვეყნის“ არმიის მხრიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: