ჩინური ახალი წლის ოქროს კვირეულთან დაკავშირებით თითქმის 385 მილიონი ჩინეთის მოქალაქე ქვეყნის შიგნით მიმოსვლას გეგმავს 15 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 12 პროცენტით მეტია.

ტურიზმის შემოსავალი 476 მილიარდ იუანს მიაღწევს - რაც 2017 წლის მონაცემზე 12,5 პროოცენტით მეტია, ნათქვამია ჩინეთის ეროვნული ტურიზმის აკადემიის სტატისტიკაში.

ტურიზმის აკადემიამ ასევე გამოავლინა 10 ყველაზე მოთხოვნადი ადგილი ჩინური არდადეგების დროს. ტროპიკული ქალაქი სანია, ზამთრის კურირტი ჰარბინი და ისტორიული ქალაქი ჰანჯოუ პირველ სამეულში მოხვდნენ. ამ ქალაქებს საპორტო ქალაქი სიანმენი, პეკინი, შანხაი და კუნმინი მოყვება.

ჩინეთში მცხოვრები მოსახლეობის 83% მოგზაურობას ამ წლის პირველ კვარტალში გეგმავს, ხოლო მათგან 48% გაზაფხულის ფესტივალის დროს აპირებს მოგზაურობას.

გამოკითხულთაგან 65,9% შორეულ გადაადგილებას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როდესაც 34,5% საცხოვრებელთან ახლოს ამჯობინებს დასვენებას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: