ვირთხა

დღევანდელი დღე საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევას დაუთმეთ. არასწორი იქნება, თუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს და საჭიროების შემთხვევაში არ მიიღებთ შესაბამის ზომებს.

ხარი

კარგი დღეა ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის. თქვენ იცით რა არის სწორი, რაც დაგეხმარებათ ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც გინდათ. იღბლიანი იქნება საყიდლებზე წასვლა.

ვეფხვი

ცხოვრებაში ნამდვილი წარმატება მაშინ მოდის, როცა საკუთარ თავთან გულწრფელი ხართ. სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, თუ თქვენ მაღალი სტანდარტები და განსხვავებული ღირებულებები გაქვთ, თავადაც შეძლებთ სირთულეებთან გამკლავებას.

კურდღელი

დღეს ძალიან შეუვალი იქნებით. იმ დროს, როცა თავიდან ბოლომდე საქმეში იქნებით ჩართული, გარშემომყოფებს შესაძლოა თქვენთან ერთად განტვირთვის სურვილი გაუჩნდეთ. იმის გამო, რომ თქვენ შეუსაბამოდ მოგეჩვენებათ მათი შემოთავაზება, შეიძლება უხეში უარი გამოგივიდეთ. ეცადეთ ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია დიპლომატიური ხერხებით განმუხტოთ.

დრაკონი

დღეს მოთმინება გმართებთ. სტრესს ნუ მისცემთ თქვენი მოდუნების საშუალებას. თუ თავს ცუდად გრძნობთ, დახმარებისთვის მეგობრებს მიაკითხეთ. ისინი მხიარულ და დადებით გარემოს შეგიქმნიან, სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ.

გველი

ყველაზე ლაღი ადამიანიც კი შეიძლება ჩავარდეს დეპრესიაში. შესაბამისად, თუ შეამჩნევთ, რომ დაიღალეთ, დროულად დაგეგმეთ დასვენება. მეგობრები თქვენი განწყობის შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებენ. შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ.

ცხენი

თანამშრომლებთან დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ნუ ინერვიულებთ, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ. შესაბამისად, ეცადეთ ნეიტრალური მხარე დაიჭიროთ და უშუალოდ ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში.

თხა

ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბნევით და საბოლოო შედეგებიც არ იქნება კარგი. ჩამოყალიბდით, თუ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და მაქსიმალური ყურადღება სწორედ მას დაუთმეთ.

მაიმუნი

გაბრაზებულ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ეცადეთ დამშვიდდეთ და ცივი გონებით განსაზღვროთ თქვენი შემდგომი ნაბიჯები. გახსოვდეთ, სამაგიეროს გადახდით ვერ დაიბრუნებთ იმას, რაც წაგართვეს.

მამალი

რჩევისთვის სანდო პირებს მიმართეთ. შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ნუ მოგერიდებათ გარშემომყოფებისთვის დახმარების თხოვნა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს და კრიტიკას.

ძაღლი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება მოსაწყენი გახდა, პირველ რიგში ცვლილებები საკუთარი თავიდან დაიწყეთ. დაფიქრდით, თუ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად, იმუშავეთ საკუთარ თავზე და კმაყოფილი დარჩებით მიღებული შდეგებით.

ტახი

კარგი დროა ბუნებასთან სიახლოვისთვის. ცუდი ამინდის შემთხვევაშიც კი კარგი იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება და განმარტოება. დაძაბული სიტუაცია სახლსა და სამსახურში ემოციურ დისბალანსს გამოიწვევს. შესაბამისად, ეცადეთ არ დაარღვიოთ დღის განრიგი, რადგან ყველაზე წარმატებული სწორედ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში იქნებით.