ვირთხა

თუ არ გიმოგზაურიათ , სამომავლოდ მაინც დაგეგმეთ. დღეს ძალიან დაკავებული იქნებით. შეეცადეთ იყოთ ეკონომიური და ამასთანავე ყველა აუცილებელი ნივთი შეიძინეთ. არ დაკარგოთ ადამიანები და ხშირად ეკონტაქტეთ მათ.

ხარი

დღეს თქვენს მიერ მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება გექნებათ. არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ და კარგად უნდა დაფიქრდეთ. ორივე გზა თქვენთვის კარგია მთავარია გულის ძახილს მიჰყვეთ.

ვეფხვი

ურთიერთობები, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება სტაბილური და ხანგრძლივი იქნება. თან კარგი საშუალება გეძლევათ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ. შესაძლოა გასაოცარი საჩუაქარიც კი მიიღოთ.

კურდღელი

დღეს კამათი მოგიწევთ. შესაძლოა ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ თქვენი პოზიციის დაცვა მაინც საჭიროა. ნუ ჩაერთვებით კონფქლიქტში და იყავით მომთმენი.

დრაკონი

ფოკუსირდით პასუხისმგებლობებზე, რომელიც ოჯახს და ფინანსებს ეხება. კარგი ორგანიზების უნარი ამ საქმეში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ საუკეთესო მეგობრებს. ისინი ყველაზე პოზიტიურ რჩევებს მოგცემენ.

გველი

თქვენ ბოლო პერიოდში კონკრეტულ სიტუაციაზე ან პიროვნებაზე ბევრს ნერვიულობთ. როგორც ეჭვობდით იმაზე მეტი ხდება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ნუ მოიქცევით პარანოიკივით და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი მოგვარდება.

ცხენი

თავს სტრესულ სიტუაციაში იგდებთ იმის გამო, რომ თქვენს თავზე ბევრს იღებთ. თქვენი ამბიციები და კარგი უნარ-ჩვევები ბევრი საქმის გაკეთების სურვის გაგიჩენთ, თუმცა არ უნდა გადაიტვირთოთ.

თხა

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული სიტუაციები არ მოგწონდეთ, დღეს განსაკუთრებით პოზიტიური დღეა, რომ ნაცნობ და რუტინულ საქმეებს შეუდგეთ. კარგი იქნება თუ დროს საუკეთესო მეგობრებთან გაატარებთ.

მაიმუნი

იყავით უფრო ლოიალური საკუთრი თავის მიმართ. ბალანსის შენარჩუნებაში შესაძლოა კარგი მუსიკა დაგეხმაროთ. ეკონტაქტეთ იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან თქვენს ცხოვრებაში გზამკვლევის როლი შეასრულონ.

მამალი

ფრთხილად იყავით იმ ხალხთან ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდა. გონივრული იქნება თუ გაწონასწორებული დარჩებით. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ დიდი პრობლემები მომავალში.

ძაღლი

დღეს ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გააანალიზებთ. წუწუნზე მეტად კონსტრუქციული ცვლილებები დაგეხმარებათ. თქვენში არის რაღაც რასაც გამოხატვა და გამოაშკარავება სჭირდება.

ტახი

დღეს თქვენი გამოწვევა განსაკუთრებით აგრესიული ადამიანი იქნება. იყავით მომთმენი. იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას აკეთებთ, თუ კარგად გამოიყურებით ხასიათიც გამოგიკეთდებათ.