27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ლი იანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მრავალი დიპლომატიური მისიის წევრები, სხვადასხვა დარგის საზოგადოების წარმომადგენელი, ხელოვნების მოყვარულები, ჩინური კომპანიების თანამშრომლები, ასევე კონფუცის ინსტიტუტის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ლი იანი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ლი იანი

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ლი იანმა აღნიშნა, რომ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ჩინეთის ხელოვნების კოლექციების გამოფენის გამართვას. ამ კოლექციის თითოეული ნაჭერი ჩინური კულტურის მატარებელია. ასევე, ეს არის ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლის ნათელი მაგალითი. მე მჯერა, რომ ამ გამოფენის საშუალებით, ქართველი ხალხი შეიტყობს უფრო მეტს ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, და უფრო ღრმად გაიაზრებს ორ ერს შორის მეგობრული გაცვლის საკითხებს. მომავალში ჩვენი საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, რათა ერთობლივად დაწერონ სინო-ქართული მეგობრობის ახალი თავი.

გამოფენა 2020 წლის 1 თებერვლამდე იმუშავებს.