ჩინური ფარმაცევტური კომპანია ირლანდიის ქალაქ დანდოლქში ფარმაცევტული ფაბრიკის მშენებლობაში 325 მილიონი ევროს ჩადებას აპირებს.

კომპანია WuXi Biologics მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 400 მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია. ჩვენ პირდაპირ აქ, დანდოლქში „მომავლის ფაბრიკას“ ვიხილავთ. ეს არის პირველი მსხვილი ჩინური პროექტი ფარმაცევტურ სფეროში და მე მიხარია, რომ ის სწორედ დანდოლქში განხორციელდება“,- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა.

აღნიშნული გარიგება კომპანიის მეორე მსხვილი პარტნიორობაა ირლანდიაში მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანია „WuXi NextCODE“ ირლანდიის კომპანია „Genomics Medicine Ireland“-თან თანამშრომლობდა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: