ჩინური კომპანია Fosun Group ივლისის დასაწყისში მანხეტენზე მდებარე ცათამბჯენ „28 Liberty“-ის ზედა სართულზე გახსნის ფეშენებელურ რესტორანს და დარბაზს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცელებს.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტს კომპანიაში აცნობეს, ეს რესტორანი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე იქნება განლაგებული. აღნიშნული საოფისე შენობა ქალაქის საქმიან ცენტრში მდებარეობს.

კომპანია Fosun-ის პარტნიორი ამ საქმეში რესტორატორი დენი მეიერია. პროექტის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

რესტორანი და დარბაზი მთლიანად დაიკავებენ ცათამბჯენის მესამოცე სართულს. როგორც კომპანია „Fosun Group“-ში განაცხადეს, სივრცის ფართობი დაახლოებით 3,5 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ამ ფართის მესამედს ბარი და რესტორანი დაიკავებს, დანარჩენზე კი განლაგდება დარბაზი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც 800 ადამიანზე იქნება გათვლილი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: