საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო მეტი საჭიროება დგება ორგანიზაციებში IT მიმართულების როლის გაძლიერების.

IT სერვისების ხარისხი, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, პროექტების წარმატება, IT მიმართულების რესურსების მართვა სულ უფრო კრიტიკული ხდება კომპანიებისთვის.

დღევანდელ რეალობაში ნებისმიერი კომპანიის წარმატების გასაღები ტექნოლოგიების უკან დგას. სხვადასხვა ანალიტიკური თუ სააღრიცხო სისტემები მენეჯმენტს კომპანიის ეფექტური მართვის და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებით უზრუნველყოფს.

.

.

„I KNOW“-ს დირექტორი ირაკლი გოგოლაძე ამ საჭიროებებზე „FOR U“-სთან საუბრობს.

- როგორია I know-ისტორია და როგორ დაიმკვიდრა ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია სისტემური აუთსორსინგის ბაზარზე?

- „I know“ – კომპანიის სახელწოდება მის შინაარს გამოხატავს. ტექნოლოგიური სფეროს ყველა ასპექტს მივყვებით კვალდაკვალ და ვცდილობთ მუდმივად განახლებული ტრენდები და ტენდენციები დავნერგოთ ქართულ კომპანიებში. ახალ გამოწვევებს ყოველდღიურად ვხვდებით, განსაკუთრებით ჩვენ სფეროში, თუმცა როცა საქმე შენია - ეს ერთგვარი მარათონია, რომლის დროსაც ცოდნით და გამოცდილებით ახალი დისტანციები უფრო სასიამოვნო გადასალახია.

.

.

ჩემი იდეა კომპანიად 2012 წელს გადაიქცა, როდესაც მივხვდი, რომ წარმატებული კარიერა არ იყო საკმარისი და შემეძლო თავად ვყოფილიყავი სტარტაპერი და მქონოდა ჩემი საქმე. ამ შემთხვევაში საკონსულტაციო ჯგუფი და შემდეგში ერთიანი სივრცე სხვადასხვა IT მიმართულებებისთვის, სადაც თითოეული ჩვენგანი მუდმივი განვითარების ეტაპებზე ვიქნებოდით, შევქმნიდით კონცეპტუალურად განსხვავებულ მომსახურებას, რომლის ფოკუსშიც იქნებოდა მომხმარებლის საჭიროებები და შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება.

- რა მასშტაბებამდე მიგიყვანათ ამ სტრატეგიამ?

- 2012 წლიდან დღემდე განვითარება მუდმივი და დინამიური იყო, ბიზნესი, რომელიც მარტომ დავიწყე, დღეს 200-ზე მეტ კომპანიას ემსახურება 40-მდე კვალიფიციური თანამშრომლით, რომელიც ნებისმიერი სირთულის დავალებას, როგორც გამოწვევას ისე უყურებს. გვყავს პარტნიორები, რომლებიც გვენდობიან და მოგვყვებიან ახალ იდეებში. გვაქვს ეფექტურად აწყობილი სამუშაო პროცესი, რომელიც მუდმივ დახვეწასა და დაკვირვებას განიცდის. ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სფეროს ერთ-ერთი ლიდერები ვართ და ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები წლების წინ.

.

.

- გაზრდილია თუ არა ქართულ ბაზარზე ცნობადობა აუთსორსინგ სერვისებთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ დარგში?

- სერვისების არსებობის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა მათი პრაქტიკული გამოყენება როგორ ან რატომ ხდება და რა ეფექტი შეიძლება მისცეს ესეთმა სერვისებმა კომპანიას, ამის შესახებ ალბათ ცოდნისა და ინფორმაციის დანაკლისს უმეტესობა განიცდის. განსაკუთრებულად პრობლემატურია ბიზნეს ანალიტიკა პროგრამული უზრუნველყოფების შერჩევის მიზნით. როცა კომპანია ამ ეტაპზეა, მნიშვნელოვანია გამოცდილი კადრის კონსულტაცია, რადგან შეცდომის დაშვება მარტივია მისი შედეგების აღმოფხვრა კი საკმაოდ რთული.

.

.

- რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგით?

- რათქმაუნდა კმაყოფილი ვარ და რათქმაუნდა უკეთესიც შეიძლებოდა. საქმე იმაში გახლავთ რომ მთავარი და ურთულესი გამოწვევა წლების განმავლობაში იყო და რჩება საკადრო პრობლემა. ძალიან გაგვიჭირდა 40 თანამშრომლიანი გუნდის შეკვრა, რომელიც იქნებოდა პროგრესზე, ახალ იდეებზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი არის სწორედ ასეთი ადამიანების ერთობლიობა.

.

.

- რამდენად გაიზარდა მოსახლეობის ცნობადობა IT მენეჯმენტთან მიმართებაში და რამდენად ხედავს IT მხარდაჭერის საჭიროების აუცილებლობას დღეს კომპანიები? რა არის დღეს IT სფეროს წარმომადგენლებისთვის მთავარი გამოწვევა?

- ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა და ის დამოკიდებულება, რაც აქვს ზოგ შემთხვევაში მომხმარებელს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, ძალიან ხშირად გვიწევს იმ რისკებზე და საჭიროებებზე საუბარი, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. თანამედროვე სამყაროში, როდესაც კიბერუსაფრთხოებაზე საუბრობს მთელი მსოფლიო, ჩვენთან სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ამ საკითხის მნიშვნელობას და რეალურ საფრთხეებს. IT მხარდაჭერას მიმართავენ პოსტ-ფაქტუმ, რაც ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა. სწორად შერჩეული და კომპანიის მასშტაბზე და სპეციფიკაზე მორგებული IT მენეჯმენტი, მსგავსი საფრთხეების არსებობას სრულიად გამორიცხავს.

.

.

კიდევ ერთი, გამოწვევა, როგორც IT და პროგრამული უზრუნველყოფის საკონსულტაციო კომპანია, საქმიანობის პროცესში იყო პროფესიონალების ნაკლებობა. ძალიან გაგვიჭირდა გუნდის შეკვრა, რომელიც იქნებოდა პროგრესზე, ახალ იდეებზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი არის სწორედ ასეთი ადამიანების ერთობლიობა.

.

.

.

.

.

.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: