ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, გუანდონის პროვინციაში, განსაკუთრებული საცხობი არსებობს, სადაც ქუსლებისა და სალარო აპარატის გარდა სხვა ხმას ვერ გაიგონებთ.

საცხობს 16 თანამშრომელი ჰყავს, რომელთაც არც ესმით და ვერც საუბრობენ, მაგრამ მომხმარებელს გულწრფელი ღიმილით ხვდებიან.

მომხმარებელები შეკვეთას ფურცელზე წერენ, მათ ასევე შეუძლიათ ჟესტების ენა გამოიყენონ, რომელიც დაფაზეა მითითებული.

საცხობი მარტის თვეში გაიხსნა და მას შემდეგ, რაიონში ყველაზე ცნობილი ადგილი გახდა. საცხობში 40 მაგიდაა, რომელიც საღამოს საათებში სულ დაკავებულია და მომლოდინე ხალხის რიგიც უზარმაზარია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: