გამოცდილი ექიმი, ხშირად, თავდაპირველ აზრს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ მისი დაკვირვებით იქმნის.

რა დაავადება იმალება გარეგნული იერის მიღმა და როგორ ვლინდება შინაგანი ორგანოების პრობლემა სახეზე.

რატომ უნდა მიაქციო ყურადღება ცხვირის ფერს, ფორმას და ა.შ.? ძველი ჩინელი მკურნალების რჩევით, ყოველ დილით ჩაიხედე სარკეში, დაუკვირდი თითოეულ ნაკვთს და აღმოაჩინე ცვლილებები. ამ მეთოდით შეგიძლია საკუთარ თავს დიაგნოზიც კი დაუსვა და, რაც მთავარია, ეჭვის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღო.

ჩინელი მკურნალები თვლიდნენ, რომ ცხვირი მთლიანად ასახავს ადამიანის ხერხემლის მდგომარეობას, ეს კი დიდ გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე.

ცხვირის ნესტოები თუ წითლდება და იმ ადგილებში კანი თხელდება, ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი; ამავე დროს, ეს სიმპტომები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სისხლში შაქრის დონემ მოიმატა.

ცხვირის წვერზე კანის აქერცვლა ან გაღიზიანება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ზედმეტად ეტანებით რძის პროდუქტებს, რომლებზეც უარის თქმაა საჭირო და უნდა მიიღოთ მწვანე ფერის ბოტნეული.

მოლურჯო-მოწითალო ფერის ცხვირი პირდაპირ მიუთითებს სისხლის დაბალ წნევაზე; ახასიათებთ ჰოპოტონიით დაავადებულ ადამიანებს.

ცხვირის ცალკეული ადგილების გაფერმკრთალება მიუთითებს პნევმონიაზე (ფილტვების ანთება). ეს ნიშანი ხშირად უჩნდებათ პნევმონიით დაავადებულ ადამიანებს.

ცხვირის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის წერტილოვანი წარმონაქმნები- ღვიძლის დაავადებაზე, ნაღვლის ბუშტის ან ელენთის დაავადებებზე მიანიშნებს.

ცხვირის ზემოთ, შუბლის არეში ღრმა ვერტიკალური ნაოჭები ისეთ ადამიანზე მიუთითებს რომელიც ხშირად ვარდება დეპრესიაში და შემდეგ ძალიან უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

ცხვირს ზემოთ ჰორიზონტალური ღრმა ნაოჭები პირდაპირ მიუთითებს ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ცხვირის ზედა მხარის შეშუპება - პოლიპები სასუნთქი გზების ფარული ანთებითი პროცესების მაუწყებელი ნიშანია.

ცხვირის ნესტოებზე მკაფიოდ გამოკვეთილი კაპილარები პირდაპირ მუთითებს ღვიძლის დაავადებაზე, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ცხვირსა და ზედა ბაგეს შორის მარცხენა მხარეს არსებული ღრმა ნაოჭი მიუთითებს მსხვილნაწლავის უწესრიგობაზე. ადვილი შესაძლებელია, ამ დროს სწორნაწლავის ადგილმდებარეობა შეცვლილი იყოს.

ცხვირის მახვილი წვერი კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტზე მიუთითებს.

ცხვირის წვერის გაფერმკრთალება სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და წყლულოვანი დაავადებების საფრთხეზე მიანიშნებს.

ცხვირის მიჭყლეტილი წვერი პირდაპირ მიუთითებს კუჭის წყლულის არსებობაზე.

ცხვირის შესიებული წვერი გულის სისუსტეზე მიუთითებს.

ცხვირი წვერი გაორებული შესამჩნევი ღარით- გულის დეფექტზე, არითმიაზე მიგვანიშნებს.

ცხვირის წვერის გამკვრივება- მოახლოებული ინფარქტის ნიშანია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: